კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ მარანში ელექტროსისტემის გაუმართაობას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 აგვისტო, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის რაიონის სოფელ მარანის მაცხოვრებლებმა შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს. მარანელები სოფლის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას  და ელოქტრო გადამცემი ხაზების საყრდენების რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება სოფელს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხე  ემუქრება, რადგან  არსებული ელეტროსადენების ხის საყრდენი ბოძები უკვე დაზიანებულია, რასაც  ტრაგედიაც მოჰყვა, ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც   ხის   ბოძებზე ავიდა  მრიცხველებიდან დახარჯული ელექტროენერგიის მაჩვენებლების ამოწერას მიზნით  დენმა დაარტყა,  ჩამოვრდა და ადგილზე გარდაიცვალა.   

ნინო რაზმაძე,  აქციის მონაწილე: „ელექტრო ბოძები არის დამპალი,  ამ საქმეს  შეეწირა ახალგაზრდა ბიჭი, დაარტყა დენმა და ჩამოვარდა. ხალხი შეშინებულია.“

ვალერი ჭიპაშვილი, აქციის მონაწილე: „იმ გაყვანილობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ბიჭი დაგვეღუპა და სანამ კიდე მომხდარა რაღაც, ჩამოსულები ვართ გამგეობაში, იქნება მოგვხედონ და საშველი დაადგეს ამ საქმეს.“

ამორტიზირებული ხის ბოძებისა და გაუმართავი ელეტროსისტემის გამო, აბონენტები ელეტროენერიის დანაკარგზე და ძაბვის ხშირი ვარდნის გამო მიყენებულ ზარალზე საუბრობენ. ადგილობრივი ვაჟა მახვილაძის განცხადებით, მან აღნიშნული პრობლემა ენერგეტიკის მინისტრთანაც დააყენა და დღეს კახი კალაძეს მიცემულ პირობას ახსენებს: „არჩევნების წინ პირადად  კალაძე დამპირდა, რომ ხვალვე გამოვგზავნი ჯგუფს და პრობლემა მოგვარდებაო. მე ვერ ვიტყვი, რომ კალაძემ მომატყუა, შეიძლება ასეც არის მაგრამ ყოველშემთხვევაში მე მგონია, რომ კალაძემ ალბათ დაავალა  სხვებს და მათ არაფრად ჩააგდეს. სოფლიდან ორი კილომეტრზეა მოშორებული კიოსკი და 120-130 კილოვატმდე ვარდება 220-იანი დენი, მანამ ჩვენთან მოვა. ხალხს დაეწვა მაცივრები, ტელევიზორები, წყლის მატორები.“

აქციის მონაწილეებს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი წვერავა მარანელებს დაპირდა,  რომ   აღნიშნულ ინფორმაციას  „ენერგო-პრო ჯორჯიას“  მიაწვდის.

ენეგო პრო ჯორჯიას სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი ბალახაშვილი  humanrights.ge-თან საუბარში განმარტავს, რომ ელექტრო სიტემა გასამართია  და დაზიანებული საყრდენები გამოსაცვლელია, არამარტო მარანაში, არამედ სხვა სოფლებში და ამას ეტაპობრივად აკეთებს ენეგოპრო ჯორჯია.

რაც შეეხება ერთ-ერთი ადგილობრივის გარდაცვლების ფაქტს ამას დაუდევრობას უწოდებენ ენერგო-კომპანიაში.

გიორგი ბალახაშვილი: ,,საყრდენების ნაწილი დაზიანებულია,   ნაკლებ ძაბვის მიზეზი კი არის  გრძელი ელეტრო გადამცემი  ხაზი, საიდანაც დანაკარგი ხდება. იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს ევროსტანდარტების ელექტრო-ენერგია,  ჩვენ მარანაშიც და სხვა სოფლებსიც გვაქვს გეგმა-გრაფიკით განასახორციელებელი სამუშაოები, რომელიც ელეტრო ხაზების და საყრდენების შეცვლას ითვალიწინებს,  ამ კონკრეტულ სოფელში კი ოქტომბრის ბოლოსთვის  დასრულდება ეს პროცესი.  რაც შეეხება მარანაში გარდაცვლილ ერთ-ერთ მაცხოვრებელეს ეს იყო უსაფრთხოების ზომების გაუთვალიწინებლობით და დაუდევრობით გამოწვეული.  იგი საკუთარი ინიციტივით ავიდა ბოძზე კომუნალური მრიცხველიდან დანახარჯის ამოსაწერად, ეს პიროვნება არ მუშაობდა  ჩვენს კომპანიაში და თუ რამე ტენიკური პრობლემა იყო, ამისთვის უნდა მოემართათ ჩვენი სამსახურისთვის. სწორედ  დაუდევრობამ გამოიწვია მისი გარდაცვალება და აღნიშნულ ფაქტთან ჩვენს კოპანიას შეხება არ აქვს, რადგან არც ის მრიცხველებია ჩვენი დამონტაჟებული და ეს მოსახლეობამ საკუთარი ინიციატივით გააკეთა.“  

ახალი ამბები