კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზედოზირების შემთხვევისას სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა პოლიციას აღარ მიმართავს

8 სექტემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ზედოზირებით დაღუპულთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა ტრენინგები, მრგვალი მაგიდები. ზედოზირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდა  ინფორმაცია.

საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, გაიმართა აქცია „სიცოცხლის ხეები.“ არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალი გზის“ და „რუბიკონის“ წარმომადგენლებმა ბაგრატის ტაძრის ეზოში კვიპაროსები დარგეს და ამით საზოგადოებას შეახსენეს, რომ ნარკომანია დაავადებაა, წამალდამოკიდებული ადამიანს კი, როგორც სხვა ნებისმიერი დაავადებით შეპყრობილს, აქვს უფლებები, მათ შორის - სიცოცხლის უფლებაც.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც 11 აგვისტოს გამოიცა, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას ეხსნება ვალდებულება ზედოზირების შემთხვევაში შეტყობინებით მიმართოს პოლიციას. ეს ფაქტი აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან. ზედოზირების შემთხვევაში ადამიანს აღარ შეეშინდება სასწრაფო ბრიგადის გამოძახება და შესაბამისად, ძალიან ბევრი შემთხვევა ფატალური შედეგითაც აღარ დასრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამით გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს,“ - აღნიშნა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციის, ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „ნალოქსონი“, პრეპარატი რომელიც ზედოზირების დროს გამოიყენება, შესულია იმ მედიკამეტთა რიცხვში, რომელიც სექტემბრიდან მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტით გაიყიდება. „ახალი გზის“ კოორდინატორის განმარტებით, ეს სრული პარადოქსია. 






ახალი ამბები