კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მესაკუთრემ საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა

10 სექტემბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, მოქალაქე ელზა შეყრილაძემ თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა. სახლში წლების განმავლობაში შეჭრილნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფართის დაცლას არ აპირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება.

მესაკუთრე ელზა შეყრილაძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე საცხოვრებელი სახლი წლების წინ შეიძინა, მაგრამ უძრავი ნივთის გამყიდველის ნათესავების ხელის შეშლის გამო სარგებლობას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. 

კანონით გათვალისწინებული წესით, მესაკუთრემ თავისი უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა პოლიციას და შესაბამის ზემდგომ ორგანოებს, მაგრამ გამოსახლების პროცესი ჭიანურდებოდა იმ მიზეზით, რომ შსს-ს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში 2013 წლის აგვისტოდან დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ამავე საცხოვრებელი სახლის ყალბი საბუთებით შეძენის საფუძველზე. გამოძიებას დაეთმო არაგონივრულად დიდი დრო - დაახლოებით ერთი წელი და საბოლოოდ 2014 წლის აპრილში შეწყდა, რის შემდეგაც აღარ ხორციელდებოდა ქმედითი ღონისძიებები კანონიერი მესაკუთრის უფლებების დასაცავად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი უძრავი ნივთის მესაკუთრის, ელზა შეყრილაძის მომართვის საფუძველზე ახორციელებდა მისი საქმის მონიტორინგს, აგრეთვე მისთვის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა 2014 წლის 4 სექტემბერს ასევე განახორციელა საგარეჯოს პოლიციის მიერ შეყრილაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფისა და ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების მონიტორინგი.  
 
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 4 სექტემბერს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფისა და ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების გატარება მიმდინარეობდა საკუთრების ხელმყოფის მიერ მესაკუთრის მიმართ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე (რაზეც პოლიციამ ვერ მიიღო ეფექტური ზომები სიტყვიერი შეურაცხყოფის აღმოსაფხვრელად), საბოლოოდ საგარეჯოს რაიონული სამმართველოს პოლიციელებმა შეძლეს ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილება და მესაკუთრისათვის საცხოვრებელი სახლის ჩაბარება. 

ახალი ამბები