კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარ ლევან კორტავას საქმეზე 6 პირი საბოლოოდ გაასამართლეს

12 სექტემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ოთხ მსჯავრდებულს 14, ორს კი - 15 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა - ასეთია საბოლოო განაჩენი, რომელიც 11 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების პატიმარ ლევან კორტავას ცემის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და გარდაცვალების ფაქტზე გამოიტანა. 

24 წლის ლევან კორტავა 2013 წლის 23 მაისს სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად ციხეში გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიხედვით, პატიმრებს შორის დაპირისპირებას თან მოჰყვა კორტავას ცემა, სააბოლოოდ კი - მისი გარდაცვალება. 

პატიმრის ცემისა და გარდაცვალების გარდა, გამოძიება, რომელსაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებდა, ბრალდებულებს ქურდული სამყაროს წევრობაშიც ადანაშაულებდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ მიმართულებითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მე-14 დაწესებულების პატიმრები დამნაშავედ სცნო.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა: „სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხ პირს 14 წლით, ორს კი 15 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიმართ როგორც ამ, ისე სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით“.

მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, სამსახურებრივი გულგრილობა, სხეულის განზრახ მძმე დაზიანებაში პატიმრების დახმარება, რამაც საბოლოოდ სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ეს ის ბრალდებებია, რომლის მიხედვით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და გეგუთის მე-14 დაწესებულების ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელთა მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

მომხდარის შემდეგ გარდაცვლილი ლევან კორტავას ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ გეგუთის მე-14 დაწესებულებაში კვლავ ძველი რეჟიმია და ციხეში ე.წ. მაყურებლები კვლავ არიან.

ახალი ამბები