კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიუსაფართა კარვები

19 სექტემბერი, 2014
 
გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org 

თბილისში მოსკოვის გამზირზე გაშლილი მიუსაფართა კარვები გასული წლის დეკემბრიდან მასპინძლობს უსახლკარო მოქალაქეებს.დროებითი თავშესაფრის გახსნის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ გამოიჩინა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმაეს თემა დღის წესრიგში მწვავედ დააყენეს. მეტად ცივი ზამთრის პირობებში მოსკოვის გამზირზე 80 ადამიანზე გათვლილი 12-ადგილიანი კარვები გაიშალა. მას შემდეგ იქდღემდე მიდის ყველა, ვისაც ღამის გასათევი სხვა საშუალება არააქვს. 

მართალია, დროებითი თავშესაფრის იდეა მიუსაფარ მოქალაქეთათვის მხოლოდ გამოზამთრების შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ ავად თუ კარგად, ეს კარვები უკვე მეცხრე თვეა, ფუნქციონირებს. როგორც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგმა აჩვენა, კმაყოფილი და უკმაყოფილო ბენეფიციარების რაოდენობა თითქმის თანაბარია. 

სიცხე, სუნი, სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხმაური, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების აგრესიული ტონი - ეს უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრის თანმდევიმოვლენებია, რაც თბილისურ ზაფხულში გაუსაძლის ყოფას კიდევ უფრო აუტანელს ხდის. დადებითი კუთხით კი,განსაკუთრებით თვალშისაცემია და სასიამოვნო განწყობას ქმნის პატრულისა და სამედიცინო პუნქტის სადღეღამისო მორიგეობა. 

მიუსაფართა პრობლემები ბევრია და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. ეთერ ახვერდაშვილს აგვისტოში თავის კარავში დიდმა ვირთხამ უკბინა. როგორც ის ამბობს, მისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დროულად ვერ მოხერხდა. მას დღემდე უკეთდება სპეციალური შრატები. ინსულტგადატანილი ვასილ აკოფიანი ქალაქ გორში მდებარე თავისი კუთვნილისახლის დასაბრუნებლად საჭირო სამართლებრივი პროცედურებისთვის სახელმწიფოსგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითხოვს. თამარ იაკობიძემ ბინა ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ გაჰყიდა და მას შემდეგ ქუჩაში დარჩა. მარინა აზმანიანი ქუჩაში ცხოვრებასა და თავშესაფარში ღამის გათენებას შორის დიდ სხვაობას ხედავს და კმაყოფილია იმით, რასაც მას უსახლკაროთა „კარვების ქალაქი“ სთავაზობს. შორენა ცომაია თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლად გვაცნობს. ის ზოგადად ხელისუფლებას, პირადად კი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ემადლიერება,მაგრამცუდი სანიტარული პირობები მასაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ხანდაზმული პავლე ლიჩელი თავშესაფარში გადატანილი ინსულტის შემდეგ მოხვდა. სხვების მსგავსად,ისიც ჩივის კარვებში არსებულ სივიწროვესა და ჰიგიენური პირობების ნაკლებობაზე (მიუსაფარი ადამიანები კარავში ყაზარმული ტიპის ორსართულიან საწოლებს იყოფენ).

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის კარვების ქალაქში 170-190 მიუსაფარი ადამიანი ათევს ღამეს. მიღების კრიტერიუმები მარტივია: უსახლკარო მიჰყავს პატრულს ან თავისი ფეხით მიდის და ითხოვს თავშესაფარს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ტალახაძემ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კორესპონდენტთან, ნინო ახობაძესთანსატელეფონო საუბრისას განაცხადა, არსებული თავშესაფარი დროებითია, როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი. ამავე დროს, ქალაქის გარეუბანში - ლილოს დასახლებაში გამოყოფილია ტერიტორია, სადაც თბილისის მერია თავშესაფრის ახალი შენობის აგებას გეგმავს. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კარვები მხოლოდ დროებით ასრულებს თავშესაფრის ფუნქციას, სავალდებულო სანიტარული ნორმები დაცულია. რაც შეეხება ნაგებობას, რომლის აშენებასაც ქალაქ თბილისის მერია გეგმავს, მასმიენიჭება უსახლკაროთა მუდმივი თავშესაფრის სტატუსი და შესაბამისად, ჰიგიენური ნორმები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული. 

იურისტმა სოფიო ალექსიძემ, რომელიც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ წარმოადგენს, სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ „ბენეფიციართა პირველი პრობლემა სოციალური დახმარების არქონაა, რაც იმას ნიშნავს,  რომ მათ უმრავლესობას არა აქვს არანაირი შემოსავალი; მეორე, ეს არის პირადობის მოწმობების არქონა, რისი აღებაც ბუნებრივია თანხებთანაა დაკავშირებული; ყოველივეს ანტისანიტარია და არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობებიც ემატება. სახელმწიფომ, პირველ რიგში, მათ უნდა მისცეს ადექვატური საცხოვრებელი ფართი და საარსებო მინიმუმი და დაუწესოს შეღავათები“.

უსახლკაროთა თავშესაფრის მონიტორინგი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა განახორციელა პროექტის - „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით და უშუალო მხარდაჭერით. პროექტში მონაწილეობენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს ადგილზე უტარებენ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, აწარმოებენ მონიტორინგს. პროექტის მონაწილე გადამღები ჯგუფი კი მოკლე ფილმებს ამზადებს და წარუდგენს საზოგადოებას სოციალური მედიისა თუ სხვა მედია საშუალებებით. 

ახალი ამბები