კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება მსჯავრდებულის რუსთავის #17 დაწესებულებაში დროულად გადაყვანას

22 სექტემბერი, 2014
 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 19 სექტემბერს მსჯავრდებული გენადი ჯელაძე #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი დადებითად აფასებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დროულ გადაწყვეტილებას და იმედი აქვს, რომ ასევე ოპერატიულად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მსგავს შემთხვევებში, როცა გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის სასიცოცხლო ინტერესები.

18 სექტემბერს, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებულ გენადი ჯელაძის ოჯახის წევრებთან ერთად გამართა პრესკონფერენცია და  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში  გადაყვანა მოითხოვა.  

გენადი ჯელაძე არის წამების მსხვერპლი და ამავე დროს, მას აქვს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა. იგი დღეში ოთხჯერ მოიხმარს ინსულინს. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადატანილი ცემისა და წამების შედეგად დაავადდა. 

გენადი ჯელაძე #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 სექტემბერს, საღამოს საათებში გადაიყვანეს, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გააპროტესტა, როგორც უკანონო გადაწყვეტილება. #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენადი ჯელაძის ყოფნა საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მანამდე მსჯავრდებული იმყოფებოდა რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გადიოდა სპეციალური მკურნალობის კურსს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები