კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაქცეული მსჯავრდებული აფხაზეთის საზღვართან დააკავეს

23 სექტემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი 21 სექტემბერს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცევიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, გალის საზღვართან დააკავეს. 

სასაჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით: "34 წლის პატიმარი, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა,  ქრონიკული დაავადებებით გეგუთის კოლონიიდან ჯანდაცვის დაწესებულებაში არაერთხელ იქნა მოთავსებული და ამჯერადაც, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, 21 სექტემბერს ციხეზე უნდა გადაეყვანათ. თუმცა, იგი სწორედ 21 სექტემბრის გამთენიას საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა."

გამოძიება პატიმრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანაშრომელთა მიმართ 243-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გაქცეულ მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით 4 წლის გატარება მოუწევს. დაკავებული ბადრაგის თანამშრომელთა სასჯელზე კი, სამართალდამცველები მსჯელობენ.

humanrights.ge სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონალური ოფისის რწმუნებულს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. მადონა ბასილაძის განმარტებით: "ვერ გეტყვით, რომ პატიმარი ციხეზე ყოფნისას რაიმე განსაკუთრებულ პრობლემებზე ჩიოდა. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ციხის სამედიცინო ნაწილზე იყო. ციხეზე არსებულ რაიმე პრობლემებთან დაკავშირებით პატიმრის, ან მისი ადვოკატის მხრიდან არანაირი მომართვა სახალხო დამცველის სახელზე არ ყოფილა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, იგი კონფიდენციალურია და პატიმრის თანხმობის გარეშე მისი გაცემა ჩვენ არ შეგვიძლია."

ახალი ამბები