კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულები საქმეების გადახედვას ითხოვენ

23 სექტემბერი, 2014

 

ნინო ახობაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრში რუსთავის  სასჯელაღსრულების   17 დაწესებულებიდან  ორი მსჯავრდებულის, თეიმურაზ ჩიჩუასა და ავთანდილ ხაჩატუროვის განცხადება შემოვიდა.

მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ წინა მთავრობის დროის ციხეში არსებული პრობლემები მათაც შეეხოთ. ასევე მიიჩნევენ, რომ სრულიად უდანაშაულოები არიან და ამიტომ, ხელისუფლების შეცვლის  შემდეგ მათი საქმეების გადახედვის იმედი ჰქონდათ.  როგორც განცხადებაში წერენ, მათი საქმეების გადახედვაზე სახელმწიფომ უარი განაცხადა.

თეიმურაზ ჩიჩუა და ავთანდილ ხაჩატუროვი ხელისუფლებას ცრუ დაპირებების მიცემაში ადანაშაულებენ და პროტესტის ნიშნად, მთელი სასჯელის მოხდის პერიოდში უარს ამბობენ ციხეში არსებული მაღაზიით სარგებლობაზე.

„ჩვენ არ ვაცხადებთ შიმშილობას, ჩვენ მხოლოდ უარს ვამბობთ სახელმწიფოს მხრიდან მომსახურეობაზე, რითიც გამოვხატავთ უნდობლობასმო, ვითხოვთ ჩვენი საქმეების არქივიდან გამოთხოვას და ხელახალ სასამართლო გამოძიებას. ამასთან, გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩვენი საქმეების სამართლიანი განხილვა , ჩვენ არ მოვითხოვთ არც მატერალურ და არც მორალურ ანაზღაურებას. ჩვენი ერთადერთი მიზანი სამართლიანობის აღდგენაა,“_ აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ახალი ამბები