კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველები შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევებზე საუბრობენ

1 ოქტომბერი, 2014

 

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში ერთ თვეში ორი გახმაურებული შემთხვევა მოხდა შრომითი ხელშეკრულებიის დარღვევის და დასაქმებულების უფლებების შელახვის შესახებ - ასე აფასებს ,,საია“-ს რეგიონული ოფისის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი ხიდისთავის საჯარო სკოლის ორ პედაგოგთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტასა და ტელეკომპანია ,,დიას“  ხელმძღვანელობის მხიდან  ,,კაბალური“ ხელშეკრულების შეთავაზებას თანამშრომლებისადმი, რაც ტელევიზიის   12 თანამშრომელის სამსახურის დატოვების საფუძველი გახდა.  ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ეს ორი შემთხვევა მაგალითია იმისა, რომ საჯარო და კერძო სექტორში კვლავ ირღვევა დასაქმებულის უფლებები.  

ქეთი ბებიაშვილი: ,,პრობლემურ საკითხად იქნა გამოკვეთილი შრომითი ურთიერთობები. ერთი იყო ხიდისთავის სკოლასთან დაკავშირებით,  მეორე _ ტელეკომპანია „დია“-ს შემთხვევა.  ხიდისთავის საჯარო სკოლაში ადგილი ჰქონდა   დისკრიმინაციის საკითხს, რადგან ოთხიდან ორ პედაგოგს ხელშეკრულება აღარ გაუგძელდა იმის გამო, რომ დირექტორს ბოდიში წერილობით არ მოუხადეს. ასევე, პრობლემური იყო ხელშეკრულება,  რომელიც ტელეკომპანია „დია“-ს მენეჯმენტის მხრიდან ჟურნალისტებს წარედგინათ. ამ ხელშეკრულების მიხედვით, არხის დატოვების შემთხვევაში, ჟურნალისტს სხვა კონკურენტ კომპანიებში მუშაობა სამი წლის ვადით ეკრძალებოდა. შრომითი კანონმდებლობა ორივე მხრიდან უნდა იქნეს დაცული . არც  დასაქმებულის და არც დამსაქმებლის მხრიდან არ უნდა იქნეს შეთავაზებული ისეთი პირობები, რომელიც არსებითად ლახავს კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს.“

,,ადამინის უფლებათა ცენტრის“  შიდა ქართლის ოფისისს იურისტის, ელზა ქერდიყოშვილის,  განმარტებითაც, რეგიონში შრომითი უფლებების და ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები კვლავ ხშირია და არაერთმა მოქალაქემ მიმართა ორგანიზაციას დახმარების თხოვნით.

ელზა ქედიყოშვილი: ,,რამდენიმე საქმეს ვსწავლობთ შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ.  ერთ-ერთი ფაქტი სამშენებლო კოპანია ,,ნოვასა“ და იქ დასაქმებულ მუშებს ეხება, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოები კეთილსინდისიერად შესრულდა დაქირავებული მუშახელის მხრიდან, თუმცა  კომპანიამ აღარ აუნაზაღაურა ბოლო რამდენიმე თვის ხელფასი.  ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ დაზარალებული მხარე დოკუმენტაციას აგროვებს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაზარალებულების უფლებებს უკვე სასამართლოში დავიცავს.“

უფლებადამცველები ამბობენ, რომ გარდა ხელშეკრულების პირობების დარღვევისა, შეინიშნება კიდევ ერთი ტენდენციაც, ხშირად ხელშეკრულებების პირობები წინააღმდეგობაში მოდის შრომის კოდექსთან.

ახალი ამბები