კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ პოლიციელს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

8 ოქტომბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ხმაური სასამართლო დარბაზში, ორთვიანი წინაწარი პატიმრობა და განაჩენის გამოცხადება  - ასე დასრულდა 6 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილი სასამართლო პროცესი. 

3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს 21 წლის მირზა ბუჩუაძის გარდაცვალებაში ბრალდებული სამართალდამცველისთვის, რომელსაც პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და განზრახ მკვლელობისთვის წაუყენა, დაცვის მხარემ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

პროკურორ დავით ლეპერტის განმარტებით, პოლიციელმა გარდაცვლილის მიმართულებით გასროლა გამაფრთხილებელი მოქმედებისა და საკონტროლო გასროლის გარეშე განახორციელა, რაც მის ბრალეულობას ამძიმებს.
 
"დევნის ოპერაციის დროს მხოლოდ ერთი გასროლა განხორციელდა. დაცვის მხარისთვის აბსოლუტურად მისაღებია ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთადერთი გასროლა მოხდა, რომელიც დაკავების მცდელობისას, გაფრთხილების მოტივით განხორციელდა და რომელმაც, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევა გამოიწვია," - აცხადებს ადვოკატი გიორგი დათუაშვილი.

გარდაცვლილის ახლობლები პოლიციელისთვის, რომელიც პროცესის დროს შეუძლოდ გახდა და სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს, მაქსიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვენ.

მორიგი სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 24 ნოემბრისთვისაა ჩანშნული.

ახალი ამბები