კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი თვის ბოლოს ჩატარდება

8 ოქტომბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თვითმმართველობაში დაგეგმილ საჯარო მოხელეთა კონკურსთან დაკავშირებით გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი მოახლოებულ საჯარო მოხელეთა კონკურს შეეხო.  

ქალაქის მერმა   საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში არასამთავრობო სექტორს ერთი ადგილი შესთავაზა. არასამთავრობოებმა მერის შეთავაზებაზე უარი თქვეს და აღნიშნეს, რომ კომისია კვალიფიციური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც თვითმმართველობის სამსახურების შესახებ კომპეტენტურები იქნებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომისიის წევრობას კონკურსის მონიტორინგი არჩიეს.  აღნიშნულ შეხვედრაზე ქალქის მერმა განაცხადა, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენდა, თუმცა 3 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურა წარუდგინა, რასაც საკრებულომ მხარი დაუჭირა. 

პარლამენტის მიერ კანონში საჯარო სამასახურის შესახებ, შესატანი ცვლილების მიუხედავად, რომელიც კონკურსის ვადის გადაწევას წლის ბოლომდე ითვალიწინებს,  ქალაქის მერი და ამავდროულად კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჯირკველიშვილი აღნიშნავს, რომ  მერია თვის ბოლოსთვის დაიწყებს საჯარო მოხელეთა კონკურს.

ზურაბ ჯირკველიშვილი გორის მერი: ,, უახლოეს დღეებში უკვე აიტვირთება საკონკურსო მოთხოვნები და დაიწყება პროცესი.  ყველაფერს არეგულირებს  კანონი“.

კანონით კონკურსს არ ექვემდებარება მერის მოადგილები და სამსახურის ხელმძღვანელები, რადგან აღნიშნული თანამდებობები პოლიტიკურ რანგს განეკუთნება.   ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის განცხადებით, კანონი ხელმძღვანელ პირს უნდა აძლევდეს იმის საშუალებს, რომ გუნდი არა კონკურსით,  არამედ პირადად შეარჩიოს.

პაპუნა კობერიძე  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,როდესაც მერი მოდის, ის მოდის თავისი გუნდით, ლაპარაკია მოადგილეებზე და სამსახურის ხელმძღვანელებზე. მათ არ ეხებათ კონკურსი. მე ვფიქრობ ახალ ხელმძღვანელს უნდა ქონდეს საშუალება, რომ უბრალოდ თავისი გუნდით მოვიდეს ხელისუფლებაში.“

აღნიშნულ საკითხზე განსხავებული აზრი აქვს საკრებულოს უმარავესობის წევრს თამარ თედლიაშვილს, რომლის განცხადებით არ არის მიზანშეწონილი, როდესაც კონკურს გავლილ საჯარო სამსახურის სპეციალიტს, ხელმძღვანელი უნდა დაუნიშნო.

თამარ თედლიაშვილი დეპუტატი:  „ სამსახურის უფროსებიც უნდა გადიოდნენ კონკურს, ვინაიდან ისინი სწორედ იმ სამსახურებს ხელმძღვანელობენ სადაც კონკურსგავლილი ადამიანები უნდა მუშაობდნენ და მათი უნარები და განათლება უნდა შეესაბამებოდეს მათი თანამშრომლების ცოდნას და განათლებას. კრიტერიუმით ალბათ ცოტა მეტიც უნდა იყოს.“

,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის კონკურსს დასაწყისშივე უნდობლობას უცხადებს, პარტიის წევრები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნება“  აქტივისტების და ნათესავების დანიშვნის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას ცდილობენ.

კახა ლობჟანიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კონკურსის სახით უნდათ  დაასაქმონ თავისი აქტივისტები. კონკურსი აუცილებლად უნდა გაიაროს ხელმძღვანელებმაც, ვინაიდან ხელმძღვანელი თუ არ არის შესაბამისად განათლებული, ქვედა რგოლს რატომ უნდა მოვთხოვოთ განათლება.“

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, მერიისგან განსხვავებით,  იქ კონკურსი სავარაუდოდ წლის ბოლომდე გადაიდება,  რადგან მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დროითვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ დაუნიშნავს  და არც კონკურსის კრიტერიუმები განუსაზღვრავს. 

ახალი ამბები