კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფსიქიატრიის მსოფლიო დღე ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლში

17 ოქტომბერი, 2014
 
გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org 

10 ოქტომბერს ფსიქიატრიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილურმა ჯგუფმა ამ თარიღთან დაკავშირებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლის“ ბენეფიციარები მოინახულა. თუმცა, ჯგუფს პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.  

ოთხსართულიანი შენობა თითქმის ცარიელი ჩანდა. პაციენტები აქა-იქ მოჩვენებებივით თუ ჩაივლიდნენ. ზოგი სიგარეტს ითხოვს, ზოგი - ასანთს, ზოგს უცხო ადამიანთან საუბარი სწყურია, ზოგიც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, შემოდგომის მზეს მდუმარედ ეფიცხება. ერთი სიტყვით, ცხოვრება ამ შენობაშიც გრძელდება იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებისთვის. ოღონდ, ამას კიდევ ერთი ფაქტორი ემატება: რა იქნებოდა მაშინ, ეს დაწესებულება არა თბილისის გარეუბანში, არამედ სულ სხვაგან, მაგალითად „ბებერი ევროპის“ რომელიმე ქალაქში რომ ყოფილიყო? აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, როგორც სამართლებრივი, ასევე, სხვა სახის პრობლემები არცთუ ისე იშვიათად ექმნებათ. სირთულეები ერთი შეხედვით, ყოფითი ხასიათისაა.

მობილური ჯგუფის მონიტორის, მაია ასათიანის შეფასებით, ბენეფიციართა მომსახურე პერსონალის სათანადო ინფორმირებულობის შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ან მსგავი ტიპის საჭიროებების თუ პრობლემების მოგვარება უფრო მარტივი გზებითაც შეიძლება, რაც თავისთავად შეამცირებს პაციენტთა უკმაყოფილებას. მათთან გასაუბრების შემდეგ გაჩნდა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის აუცილებლობაც, რაც მობილური ჯგუფის ფსიქოლოგის დახმარებით ადგილზევე გახდა  შესაძლებელი. დაიგეგმა შემდეგი კონსულტაციები.  

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლში არსებობს დისპანსერული განყოფილება, სადაც პაციენტები ამბულატორიული სერვისით სარგებლობენ. მათ შორის, ექიმის კონსულტაცია და  მედიკამენტი უფასო სერვისის კატეგორიაში შედის. ექიმი-ფსიქოთერაპევტი სოფიო ტაბაღუა ამ დაწესებულებაში 2004 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, ისეთი დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის, როგორიცაა მაგალითად - შიზოფრენია, ამბულტორიული სერვისი, რათქმაუნდა უფასოა, მაგრამ ასევე არსებობს ფასიანი სერვისი, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. მაგალითად - ნევროზული აშლილობების მქონე მოქალაქეთა მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. 

„პაციენეტებს ბოლო პერიოდში დოკუმენტაციასთან არსებული პრობლემები აღარ აქვთ. ადრე ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი თავსატეხი იყო. ახლა, რაც სახელმწიფომ იუსტიციის სახლის სერვისი დახვეწა, თითქმის ყველას აქვს პირადობის მოწმობა, იოლად პოულობენ და აღადგენენ საბუთებს. ამბულატორიული ავადმყოფები წუხან უფუნქციობაზე, არ არსებობს სახელმწიფოში სამსახურები , რომელიც მათ უნარს გამოიყენებს“, - ამბობს სოფიო ტაბაღუა. 

ანა ჟღენტი მობილურ ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარს“ წარმოადგენს. მისი თქმით, ორმა პაციენტმა, რომელსაც იგი გაესაუბრა, თავისი დიაგნოზი არ იცოდა, რაც სერიოზული პრობლემაა: „ერთ-ერთი პირველად ორი წლის წინ ორი დღით მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. როგორც თავად ამბობს, იგი მისი თანხმობის გარეშე მოათავსეს დაწესებულებაში. თუმცა, მისივე თქმით, იგი მაშინ ქმედუუნარო იყო. პაციენტს უფლება აქვს, იცოდეს თავისი დიაგნოზი. მას ასევე გაუჭირდა გაუჭირდა დიაგნოზის გამოთხოვა საავადმყოფოდან და პოლიკლინიკიდან. თავიდან ექიმმა გაუშვა არქივში, არქივმა გაუშვა ექიმთან, რომელმაც უთხრა, რომ წასულიყო პოლიკლინიკაში, პოლინკლინიკამ უთხრა, რომ მისულიყო კლინიკის კანცელარიაში და არავინ უხსნიდა, თუ როგორ უნდა გამოითხოვოს ან სად და ვის უნდა სთხოვოს ეს თავისი „ფორმა #100“. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულება კვალიფიციური კადრებით იყოს დაკომპლექტებული, რომლებსაც ეცოდინებათ პაციენტის მისთვის გასაგებ ენაზე დაკვალიანება“. 

კლინიკის პაციენტებისთვის აქტუალურია საკუთრებასთან არსებული პრობლემები. ფსიქიკური ავადმყოფი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან „თავიდან მოშორების“ მსხვერპლი ხდება. ამიტომ პაციენტებს ურჩევნიათ, მათზე სახელმწიფომ იზრუნოს და მოთავსებული ჰყავდეთ საავადმყოფოში, ვიდრე სახლში, ოჯახურ გარემოში მკურნალობდეს. ოჯახის წევრები ვეღარ ეგუებიან, რომ საერთო ქონებას ავადმყოფებიც ფლობენ. შეიმჩნევა მათი მემკვიდრეობიდან მოხსნის ან ქონების გაყიდვის ტენდენციაც. 

„არ არსებობს უფასო ადვოკატირების პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქეებისთვის. ამის გამო სამართალის პოვნა მათთვის ძნელია. ერთი პრობლემაა უსახსრობა, მეორე - შეზღუდული სოციალური უნარი. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება საქართველოს მასშტაბით მცირეა. პერსონალის ხელფასი, მედიკამენტების თანხა, კომუნალური გადასახადებისთვის გათვალისწინებული თანხა არაადეკვატურია“, - ამბობს ექიმი სოფიო ტაბაღუა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი პაციენტთა ისეთ პრობლემებსაც ახსენებს, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და საკუთრების დაცვა: „ქვეყანაში არ არსებობს ბაზა, რომლის მეშვეობითაც ნოტარიუსი ან საჯარო რეესტრი გარკვეულ ეტაპზე შეაფერხებს ან გადაამოწმებს საბუთების გაცემის პროცესს. ოჯახის წევრები პაციენტებს ძალდატანებით აწერინებენ ხელს მემკვიდრეობაზე უარის თქმის დამადასტურებელ დოკუმენტზე, ართმევენ სახლებს, თავიანთ სასარგებლოდ აყალბებენ ნაჩუქრობის დოკუმენტებს. მსგავს შემთხვევებში, ნოტარიუსი და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები არ ფლობენ ინფორმაციას, რომ ეს ადამიანები ამ დროს ქმედუუნარონი არიან და ამ გზით ხდება საკუთრების დაკარგვა“.  

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლის ადმინისტრაციამ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ჟურნალისტთან საუბრისგან და პრობლემების მედიით გაშუქებისგან თავი შეიკავა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილურმა ჯგუფმა ასევე ვერ მოახერხა დაწესებულების იმ ნაწილის დათვალიერება, სადაც პაციენტები არიან განთავსებული. 

სამედიცინო დარგში დირექტორის მოადგილის, კახა ყიფიანის განმარტებით, დაწესებულების ძირითადი პრობლემა არასაკმარისი დაფინანსებაა. არსებული თანხებით, 218 პაციენტისთვის ძალიან რთულია ყველა იმ პირობის შექმნა, რაც მათი მკურნალობისა და მოვლისთვის არის აუცილებელი. მით უფრო, შსს პოლიციის აკადემიის ყოფილი შენობა, სადაც აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება 2006 წლიდან ფუნქციონირებს, სარემონტოა. 

ახალი ამბები