კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე აირჩია

21 ოქტომბერი, 2014
 
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 17 ოქტომბერის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის  10 წლის ვადით არჩევას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც დაახლოებით 2.5 თვის წინ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეს კანდიდატურები ჩააგდო.

არჩევის პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ, რაც იმან განაპირობა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტს სექტემბრის ბოლოს იგივე კანდიდატურები ხელახლა წარუდგინა უზენაეს სასამართლოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად.

ამჯერად, ნინო ბაქაქურმა 93 დეპუტატის ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს ასევე ერთხმად 99 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 1 აგვისტოს გამართული პირველი კენჭისყრის დროს ბაქაქურმა 29, ხოლო ძლიერიშვილმა 27 ხმა დააგროვა. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „აბსოლუტურად გაუგებარი“.

ამჯერად, პრეზიდენტი მარგველაშვილი მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას. 

„მოსამართლეთა რიგებს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები შეემატა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს განვითარებასა და გაძლიერებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილობით განცხადებაში, რომელიც 17 ოქტომბერს გავრცელდა.  

ახალი ამბები