კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა

22 ოქტომბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

5 წლით თავისუფლების აღკვეთა ივანე მერაბიშვილს, 50 ათასი ლარის ჯარიმა ზურაბ ჭიაბერაშვილს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოტანილი განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 21 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ბრალდებულთაგან მხოლოდ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა, მოსამართლემ დაცვის, ისევე როგორც ბრალდების მოთხოვნა, არ დააკმაყოფილა. 

პროკურატურა ჭიაბერაშვილის ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის (ამომრჩევლის მოსყიდვა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა) დამატებას და შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლას  მოითხოვდა.

"ზურაბ ჭიაბერაშვილის ნაწილში, ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია სრულიად დასაბუთებული იყო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. შესაბამისად, გავაგრძელებთ დავას უზენაეს სასამართლოში და მიღებულ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გავასაჩივრებთ," - აღნიშნა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, იგი სააპელაციო საჩივარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწლის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, გაფლანგვა) და 164-ე პრიმა მუხლით (ამომრჩევლის მოსყდვა) იქნა ცნობილი.

„სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი, რადგან სასამართლო, ისევე როგორც პროკურატურა, ხელისუფლების წნეხის ქვეშაა. ვანო მერაბიშვილი, ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პოლიტიკური პატიმარია, "- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

ბრალდების მხარის მსგავსად, დაცვის მხარეც განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ახალი ამბები