კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციაში მოქალაქის ცემის ფაქტზე ექსპერტიზების დასკვნებს წარმოადგენენ

7 ოქტომბერი, 2014
 
8 ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელთა მიერ მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს გააცნობენ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გიორგი ცომაიას მაისურზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: „გიორგი ცომაიას მაისურზე, წინა  მარცხენა გვერდით ზედაპირზე, 19,5 სმx7სმ. ლოკალურ ფართზე, ფრაგმენტულად, სუსტად გამოსახულია მოშავო ფერის კვალი (ანაბეჭდი), რომელიც ფორმისა და კონტურის  მიხედვით ემსგავსება ფეხსაცმლის ლანჩს“.  

გამოძიების მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილ დანაზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით: „დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეული ტიპისაა და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთზე მეტ პირს. გიორგი ცომაიას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხება“.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნის თანახმად, „გიორგი ცომაიას აღენიშნება დაზიანებები, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით“.

ექსპერტიზების დასკვნებით დგინდება, რომ მოქალაქე გიორგი ცომაიას მიმართ ადგილი ჰქონდა ცემასა და ფიზიკური შეურაცხყოფის სხვა ფორმებს. 

შემთხვევა მოხდა 14 აგვისტოს, შუაღამისას. ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 გაყოფილებაში სასტიკად ცემეს მოქალაქე გიორგი ცომაია, რომელმაც პოლიციას დახმარებისათვის მიმართა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მან მორიგე პოლიციელს სთხოვა, დახმარებოდა წინა ნასამართლობის დროს პოლიციის მიერ ჩამორთმეული მისი მობილური ტელეფონის დაბრუნებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ცომაიას უნდა დაბრუნებოდა  ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის - მობილური ტელეფონი, მაგრამ ცომაიას და მისი დედის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მას არ უბრუნებდნენ პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ (მდებარეობდა გაგარინის მოედანზე)  ჩამორთმეულ ნივთებს.

პოლიციის შენობაში მყოფმა მამაკაცმა უხეშად მიმართა გიორგი ცომაიას, უწოდა მას „ლაწირაკი“ და ჰკითხა, რატომ მიაკითხა პოლიციას ღამის საათებში.  გიორგი ცომაიას პასუხის შემდეგ, რომ პოლიცია მოქალაქეთა უფლებების დასაცავად მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მას უფლება ჰქონდა, დახმარებისათვის მიემართა, იგი სცემა დაახლოებით თერთმეტმა პირმა (სავარაუდოდ პოლიციელებმა).  გიორგი ცომაიას  ცემა გრძელდებოდა 10 წუთის განმავლობაში. მას ხელებითა და ფეხებით სცემდნენ გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში, ამცირებდნენ და აფურთხებდნენ სახეში. გიორგი ცომაია აცხადებს, რომ თერთმეტივე პირის ამოცნობა შეუძლია.

პოლიცია მოქალაქეს იქით ედავება თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. გიორგი ცომაია ბრალდებულის სახით იმ ღამესვე - 14 აგვისტოს 02:05 საათზე დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო, იმის შიშით, რომ დაკავებული არ გარდაცვლილიყო, დროებითმა იზოლატორმა ფორმა #100-ის  წარდგენამდე უარი განაცხადა გიორგი ცომაიას მიღებაზე.  

15 აგვისტოს გიორგი ცომაიას წარედგინა ბრალდება, თითქოს მან განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა. საქმეში ასევე გაჩნდა ცივი იარაღი - დანა, რომლის თან ქონას ბრალდებული უარყოფს. 16 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებული იმყოფება გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, „საზოგადოებრივი დამცველი“ და კონსტიტუციის 42-ე მუხლი შეშფოთებას გამოხატავენ ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც  რაიმე ფორმით ჩართული იყო გიორგი ცომაიას მიმართ განხორციელებულ უკანონობაში. 
 

ახალი ამბები