კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობაში პრემია წელიწადში შვიდჯერ გაიცემა - საკრებულოს ხამაურიანი სხდომა

19 ნოემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ათი მომხრე და ხუთი  წინააღმდეგი -   ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიების ოდენობის განსაზღვრის წესი საკრებულომ 19 ნოემბერს გამართულ რიგარეშე სხდომაზე მიიღო. საკრებულომ საკითხის განხილვის დროს,  საქართველოს მთავრობის  2014 წლის 15 ივლისის #449 დადგენილებით იხელმძღავნელა და ქალაქის მერიასა და საკრებულოში პრემიის გაცემის დრო და ოდენობის წესი განსაზღვრა. საკრებულოს მიერ მიღებული  დადგენილების მიხედვით, პრემია კვარატალში ერთხელ გაიცემა, ამასთანვე ქალქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია დამატებით კიდევ სამჯერ გასცეს პრემია, რელიგიურ დღესასწაულებზე. ჯამში წელიწადში პრემიების გაცემა შვიდჯერ არის შესაძლებელი და პრემიის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის ოდენობას.

საკითხის განხილვის დროს ,,ქართულ ოცნების“ დეპუტატებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა შეახსენა ფრაქცია ,,ქართული პარტიის“ წევრმა რამაზ იოსელიანმა, მისი განცხადებით ამ ხელისუფლებას იმისთვის არ დაუჭირა მხარი მოსახლეობამ, რომ წელიწადში 7-ჯერ პრემია აიღოს.

მინდია გოდერძიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:,, პრემიის შვიდჯერ აღების შესაძლებლობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამდენჯერვე გასცე პრემია, ამ შემთხვევაში შეიძლება მიკერძოებას ჰქონდეს ადგილი, შვიდჯერ გაცემა ცოტა არ იყოს მეტისმეტია.“ 

საკრებულოს ოპოზიციის რამდენიმე წევრის მხრიდან გაკეთდა განცახადებები, რომ პრემიები გაიცემა ნათესაობით, პარტიულობით, გუნდურობით და არა საქმის კეთებით,  რასაც სხდომაზევე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ნინო ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ,,ეს შესაბამისობაში მოდის მთავრობის დადგენილებასთან და კანონმდებლობასთან, არაფერს განსაკუთრებულს არ ვიგონებთ. ნაციონალების დროს ყოვეთვე იძლეოდნენ პრემიებს და ახლა ვადგენთ მაქსიმალურს რომ შვიდზე მეტად არ შეიძლება გაიცეს. თუ თანამშრომელი სხვაზე მეტად იმუშავებს უნდა აიღოს პრემია“. 

საკითხის განხილვა ხამაურით მიმდინარეობდა, ,,ქართული პარტიის“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს.  საკითხი ჩავარდნას ,,თავისუფალი დემოკრატების“ , ,,დემოკრატიული მოძრაობის“ და  ,,ლეიბორისტული პარტიის“  წევრებმა გადაარჩინეს.  გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ ,,ქართული ოცნება“ უმრავლესობიდან უმცირესობაში გადავიდა. 

ახალი ამბები