კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო კომისიას ქუთაისიდან 15-მა კონკურსანტმა მიმართა

21 ნოემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდის მეორე ეტაპის შედეგები კონკურსანტების ნაწილმა გააპროტესტა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაცო განცხადებით 15-მა აპლიკანტმა მიმართა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 16 ნოემბერს ჩატარებული საკონკურსო-საატესტაციო გამოცდის მეორე ეტაპის - ტესტირების შედეგები სულ 19-მა კონკურსანტმა გააპროტესტა. სააპელაციო განცხადებებიდან 15 ქუთაისიდანაა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განმარტებით: "ტესტები საშუალო სირთულის იყო და იგი მოიცავდა როგორც სტანდარტულ, ტიპიურ დავალებებს, ზოგად უნარებს, ასევე, იურიდიულ ნაწილს. ანუ, იმ საკითხებს, რომლის ცოდნა საჯარო სამსახურის მოხელისთვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს."

სააპელაციო განცხადებების მიღების ვადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 18 ნოემბერს ამოიწურა. 

ახალი ამბები