კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე 95 940 ლარი დახარჯა

28 ნოემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

მიმდინარე წელს შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის 36 თანამშრომელმა  ორჯერ პრემია და ერთხელ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის სახელფასო დანამატი მიიღეს. 10 თვეში ხელფასის გარდა,  თანამშრომლების დამატებითი ანაზღაურება ბიუჯეტს  95 940 ლარი დაუჯდა.

გუბერნატორის აპარატის თანამშრომლებზე 16 აპრილს სააღდგომო დღესაწაულზე გაცემულმა პრემიამ 29 650 ლარი შეადგინა, 16 ივლის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის 17  თანამშრომლის წახალისებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 17 270 ლარი გაიცა,    25 აგვისტოს მარიამობის დღესაწაულზე 36-ვე თანამშრომემა მიიღო პრემია   30 700 ლარის ოდენობით.

რელიგიურ დღესასწაულებზე   ხელფასის იდენტური თანხა მიიღეს პრემიის სახით გუბერნატორის აპარატის თანამშრომლებმა სრულად, ხოლო ზეგანაკვეთურის სამუშაოს შესრულებისთვის ხელფასის იდენტური თანხა თანამშრომლების ნახევარმა მიიღო. უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი თორთლაძემ 2360 ლარი ორჯერ პრემიის სახით და ერთხელ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის მიიღო.

გუბერნატორის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ხელფასთან ერთად 2250 ლარი სამჯერ  აიღო, ორჯერ პრემიის სახით ერთხელ კი, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის.  მოადგილეებთან ერთად, ხელფასის იდენტური პრემია 36 თანამშრომელს ერგო . რაც შეეხება სახელფასო დანამატს, ხელფასის იდენტური თანხით გუბერნატორმა   17 თანამშრომელი წაახალისა.  

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,გორის დარბაზის“ დაფუზნებელის თამაზ მაყაშვილის განმარტებით, გუბერნატორის აპარატი ვერ მუშაობს ეფექტურად და მისთვის პრემიების  და სახელფასო დანამატების გაცემის მოტივი გაუგებარია: ,,ჩემთვის მიუღებელია,  მეც ქართულ ოცნებასთან ერთად ვაკრიტიკებდი წინა ხელისუფლების ესეთ გადაწყვეტილებებს. ისედაც არაეფექტურად მუშაობს ადმინისტრაცია და გაუგებარია რისთვის ხდება ამ ხალხის ასეთი სოლიდური თანხებით წახალისება. ალბათ ამას დაესმევა წერტილი,  ჩემი აზრით და ხელისუფლება მივა იმ აზრამდე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“.

თუ კონკრეტულად პროექტის განხორციელებითვის მიიღეს პრემიები და სახელაფასო დანამტები, რატომ გაიცა რელიგურ დღესასწაულებზე პრემიები ეს კითხვები  უჩნდება ეკონომისტ თამარ ედიშერაშვილს.  

თამარ ედიშერაშვილი:  „ჩვენს შემთხვევაში არის გაცემული პრემიები რელიგიურ დღესასწაულებზე. საჯარო სამსახურში უხერხულია რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით პრემიების გაცემა, თუნდაც იმ მოტივით რომ შეიძლება  იქ იყოს  სხვა აღმსარებლობის თანამშრომელი. რაც შეეხება ზეგანაკვეთური სამუშაობის მიზეზით კონკრეტული თანხების გაცემას ამ დროს აუცილებლად უნდა იყოს თანდართული დოკუმენტები თუ კონკრეტულად  რა ზეგანაკვეთური სამუშაოები, რომელ საათებში იმუშავეს და რა ტიპის დავალებები შეასრულეს თანამშრომლებმა. რადგან არ შეიძლება მთელ სამსახურს ერთდროულად ქონდეს ერთი ტიპის სამუშაო.  პრემია საქართველოში არის დაუსრულებელი დავის საგანი,  რადგან არ არსებობს მკაცრად ფორმულირებული პრემიის გაცემის ოდენობა და წესები, ამდენად აქაც ცოტა აბსტრაქტულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე თუ რამდენად  ეფექტურ მუშაობებში იღებენ პრემიებს.“

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არც პრემიები და არც სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობისთვის კანონის დარღვევით არ გაცემულა.  მისი თქმით პრემიების გაცემა მოხდა 15 ივლისს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, რაც შეეხება რელიგიურ დღესაწაულებზე გაცემულ პრემიების უხერხულობას სხვა აღმსარებლობის თანამშრმლების მიამართ, ამბობს რომ ყველამ მიიღო პრემიები აღმსარებლობის მიუხედავდ. 

გურამ მაჭარაშვილი გუბერნატორის მოადგილე: ,,ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია ვთქვათ, თუ თვის განმავლობაში ყოველდღე რა ფუნქციებსაც ასრულებენ  რიგითი თანამშრომელი ან უფრო მაღალი თანამდებობის პირი, ჩამოწერო ბრძანებაში და მხოლოდ ამის შემდგომ ქონდეს უფლება   გასცე სახელფასო დანამატი. კანონიით ეს უფლება გადაეცა  საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს და მიანიჭა იმის დისკრეციული უფლება, თვითონ განსაზღვროს თუ რომელ თანამშრომელს რა დანამატს დაუწესოს.“

პრემიის, ხელფასის და სახელფასო დანამატისთვის შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინიტრაციის 10 თვიანი ხარჯი 389 312 ლარია, აქედან ხელფასი 293 372, პრემია 60 970 , სახელფასო დანამატი კი 34 970 ლარს შეადგენს.

ახალი ამბები