კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავებმა სიღნაღში მოკლული გიორგი ლეკიაშვილის ცხედრის ძიება შეწყვიტეს

4 დეკემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს და სამართალდამცავებისგან გიორგი ლეკიაშვილის ცხედრის ხელახალი ძიების დაწყებას მოითხოვს. 

სიღნაღში მცხოვრებ 24 წლის გიორგი ლეკიაშვილის მკვლელობისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრ 40 წლის მამაკაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა სამართალდამცავებს  ცხედარი ჯერ არ აღმოუჩენიათ.  

ბრალდებულს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით (მკვლელობის განზრახ მცდელობა) გამოუტანეს. დაცვის მხარემ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

გიორგი ლეკიაშვილის დედა სასამართლო განაჩენს აპროტესტებს: ,,უმნიშვნელო ნივთი რომ მოვიპარო, ათ წელს მომისჯიან, ჩემი მშრომელი და პატიოსანი შვილი გააქრეს და დამნაშავეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს,“- განაცხადა მაია ჯოხარიძემ.

მსხვერპლის ნათესავები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. პირველი ვერსიით, ლეკიაშვილი ფულის გამოძალვის მიზნით მოკლეს, მეორე მოსაზრების  თანახმად კი, ბრალდებული თავს იცავდა: „15 იანვარს ბრალდებულმა გიორგი ლეკიაშვილი სახლში სტუმრად წაიყვანა, შემდეგ მათ შელაპარაკება მოუხდათ, მსჯავრდებულმა თავდაცვის მიზნით ლეკიაშვილი განაიარაღა, რა დროსაც გიორგი შემოაკვდა,“- განაცხადა  ლეკიაშვილის ბიძამ, ზაზა ჯოხარიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას. 

ჯოხარიძის თქმით, ლეკიაშვილის ცხედარი მსჯავრდებულმა, ნათესავის დახმარებით, მდინარე ალაზანში გადააგდო.

გიორგი ლეკიაშვილის ცხედარს მდინარე ალაზანში ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მოკლულის ბიძის, ზაზა ჯოხარიძის განცხადებით,  სასამართლო განაჩენის შემდეგ სიღნაღის სამართალდამცავებმა ლეკიაშვილის ცხედრის ძებნა შეწყვიტეს. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია უკვე ორჯერ გამართა, ისინი სამართალდამცავებისაგან ცხედრის ძიების განახლებას მოითხოვენ. 

ახალი ამბები