კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თიღვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავენ

8 დეკემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,მივმართავთ სახალხო დამცველს, პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,  ჩვენი დარღვეული უფლებები შეისწავლონ“-ეს განცხადება თიღვის მუნიციპალიტეტის ხუთმა თანამშრომელმა გააკეთა, რომლებმაც თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის ტესტირების ეტაპი გადალახეს და  კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების კონკურს გასუბრების ეტაპიდან გამოეთიშნენ.  თანმშრომლები კომისიის თავმჯდომარეს და ამავდროულად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს სპარტაკ პეტრიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

გიორგი ნადირაძე, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი: ,,ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადავლახეთ, პირადად მე 71 ქულა ავიღე, გასაუბრების კომისია საკითხს არაკომპეტენტურად მიუდგა და გვითხრეს რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადავლახეთ.“

მერაბ ჟამურაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი: „გავასაჩივრებთ, ყველა ორგანოს მივმართავთ სადაც საჭიროა. ჩვენ ვართ უკანონოდ გათავისუფლებულები და ჩვენ უნდა   აღვიდგინოთ ჩვენი უფლებამოსილებები. მივმართავთ მაჟორიტარ დეპუტატს,  სახალხო დამცველს, არასამთავრებოებს,   პროკურატურას,  რომ დაინტერესდნენ, რატომ გამოგვყარეს სამსახურიდან“.

თიღვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი საშტატო ერთეული ორად არის გაყოფილი,  სამსახურის ნაწილი ქარელის მუნიციპალურ შენობაშია განთავსებული, მეორე ნაწილი კი, თბილიში. დედაქალაქში  ასრულებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი, რომელიც თანამშრომლების ბრალდებებს, ნეპოტიზმთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს.

სპარტაკ პეტრიაშვილი, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტესტირებაზე მაღალი ქულები აიღეს და გასაუბრებაზე ჩაიჭრნენ. მე რა გავაკეთო, კომისიის მაგივრად მე ვერ ვაგებ პასუხს, მთლიანმა კომისიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩაიჭრნენ.

პირველ ეტაპზე ჩაიჭრა ჩვენი 11 თანამშრომელი და იმასაც მე ხო არ მაბრალებენ?   ამ შემთხვევაში მე უძლური ვარ, მე რაც შემეძლო, გავაკეთე, ეს გადაწყვეტილება  კომისიამ მიიღო.“

ხუთი  თანამშრომელი თიღვის მუნიციპალიტეტში შექმნილი  საკონკურსო-საატესტაციო  კომისიის მხრიდან გასაუბრების ვიდეო ჩანაწერებს ითხოვენ, რომლის გასაჩივრებასაც სასამართლოში აპირებენ. თვითმმართველობებში მიმდინარე საკონკურსო-საატესტაციო კონკურსი დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.  იმ თანამშრომლებსმ რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით კონკურს გასაუბრების ეტაპზე გამოეთიშებიან, ხელშეკრულებები 2015 წლიდან აღარ გაუგრძელდებათ.   
 

ახალი ამბები