კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

15 დეკემბერი, 2014
 
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან  არცერთს არ დაუჭირა მხარი 11 დეკემბრის კენჭისყრაზე.

ღია კონკურსის გზით შერჩეულ ზურაბ ხრიკაძეს 38-მა დეპუტატმა, ხოლო მეორე კანდიდატს, ლევან ტურაშვილს 32-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი ცესკოს წევრად არჩევისთვის. 

ამ კანდიდატებს არც იურიდიულმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი, თუმცა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც ამ კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ორივე კანდიდატმა საარჩევნო საკითხების ცოდნის კუთხით მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტს ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენის უფლება აქვს; მას ასევე შეუძლია, რომ კონკურსში მონაწილე სხვა ორი კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

ცესკოს წევრისგან განსხვავებით, პარლამენტმა 90 ხმით აირჩია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ნიკოლოზ ყაველაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც ასევე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეარჩია წარსადგენად.

ახალი ამბები