კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო თავისუფალია, მაგრამ არა 100%-ით - კოტე კუბლაშვილი გასულ ათ წელს აფასებს

26 დეკემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში სრული კომფორტი უნდა შეიქმნას საიმისოდ, რათა  მოსამართლეებს, ისევე როგორც მხარეებს და  დარბაზში მყოფ საზოგადოებას მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში უწევდეთ ყოფნა. ეს დარბაზი, სწორედ ამის დადასტურებაა და ეს მე ძალიან მახარებს “, - ამ განცხადებით 25 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ერთერთი, სისხლის სამართლის საქმეებისთვის განკუთვნილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზი მედიის თანდასწრებით, საზეიმო ვითარებაში გახსნა.

მოგვიანებით კი, კოტე კუბლაშვილმა იმერეთის რეგიონული მედიის წამომადგენლებს სასამართლო სისტემის მუშაობის როგორც წინა წლების, ისე  ბოლოდროინდელი პერიოდის ანგარიში ჩააბარა. 

"საქართველოს სასამართლოს რეალობაში ძირეული რეფორმა განხორციელდა. შევქმენით მარტივად ხელმისაწვდომი სისტემა, რომლის შედეგად დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, მასთან ყველაზე ხელსაყრელ, ახლომდებარე სასამართლოში მიიტანოს თავისი საჩივარი, შემდეგ კი, იგი საჭიროების შემთხვევაში ორი ინსტანციის  სასამართლოში გაასაჩივროს," - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა სასამართლო პრაქტიკიდან ნაწილობრივ აღმოფხვრილ ე.წ.  გაჭიანურებულ საქმეებზე. მისი განმარტებით, ამ მხრივ დიდია მოსამართლეთა წვლილი. მათ შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საპროცესო კოდექსში აისახა და რომლის შედეგად დაძლეულ იქნა ის ბერკეტები, რის შედეგადაც სასამართლო საქმეები ჭიანურდებოდა. 

"რა თქმა უნდა, დღესაც გვაქვს გაჭიანურებული საქმეები, თუმცა, ძველ პერიოდთან შედარებაც არ შიძლება. დღეს სისხლის სამართლის საქმეები სამივე ინსტანციის სასამართლოში 12 თვის ვადაში მთავდება, ადმინისტრაციული - 14 თვის, ხოლო სამოქალაქო საქმეები - 16 ნახევარი თვის ვადებში, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია," - აღნიშნა უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარემ.

მან ქართული სასამართლოს რეფორმებზე პუნქტობრივად ისაუბრა, თუმცა, 
რამდენიმე საკითხი განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყო. მათ შორს - იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნა, რომელიც მისივე განმარტებით, მოქმედ მოსამართლეებს მუდმივი გადამზადების საშუალებას აძლევს: "შევქმენით კანდიდატების შერჩევისა და მომზადების სრულიად ახალი სისტემა. თუ მოსამართლე მანამდე გამოცდისა და გასაუბრების შემდეგ პირდაპირ ინიშნებოდა, დღეს აბარებს გამოცდას, შემდეგ გასაუბრებას, რასაც მოჰყვება 10 თვიანი გადამზადება. იგი ეუფლება უნარჩვევების, სხდომის დარბაზის მართვის, ასევე, კომუნიკაციის კურსს, რის შემდეგაც კვლავ აბარებს გამოცდას და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება მოსამართლედ."

კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბევრი რამ გაკეთდა და ერთი შეხედვით შედეგიც მიღწეულია, თუმცა რჩება საკითხი, რომელიც მის სრულყოფილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. 

"ვამბობთ, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. ამას განსაკუთრებული ხაზგასმით დღევანდელი ხელისუფლება აღნიშნავს (განსაკუთრებით მაშინ, როცა სასამართლოს ესა თუ ის გადაწყვეტილებები მისთვის მისაღებია), თუმცა, მე მათ მხოლოდ 90-95%-ით თუ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, ქართული სასამართლო დამოუკიდებელია, თუმცა, სამწუხაროდ, არა 100%-ით. ამას ხელს უშლის ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობთ მოსამართლეები გამოსაცდელი, 3 წლიანი ვადით ინიშნებიან. არადა, სწორედ რეფორმის შედეგად საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში  სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ყოფნის მიუხედავად, მოსამართლეებს საფრთხე არ ემუქრებათ. ისინი ინიშნებიან უვადოდ 65 წლის ასაკამდე. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ და დღემდე არცერთი მოსამართლე უვადოდ დანიშნული არაა," - განმარტავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლის 3 წლის ვადით დანიშვნა არა მხოლოდ მოსამართლის, მთლიანად სასამართლო სისტემის "დაღუპვაა" და უვადო დანიშვნის პრაქტიკა მოქმედებაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიდეს.  

ახალი ამბები