კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება გორში უსახლკარო ადამიანების მდგომარეობაზე

15 დეკემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი,  შიდა ქართლი

უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანების მდგომარეობაზე ,,ადამინის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და გორის მერიას მიმართავას თავშესაფრის საკითხი დროულად მოაგვაროს, რადგან უსახლკაროდ დარჩენილი ადამინების მდგომარება განსკუთრებით რთულდება ზამთრის პერიოდში.

ელიზა ქედრიყოშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: ,,იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მერია დროულად არ მიიღებს ზომებს და არ განათავსებს რამდენიმე კარავს მიუსაფარი ადამინებისთვის, შესაძლებელია დადგეს სავალალო შედეგი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს საკითხი განიხილება ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუმცა რატომღაც ჭიანურდება.  „ადამინის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს გორის მერიას, რომ დროულად მოხდეს ამ საკითხის მოგვარება“.

გორის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე ქუთათელაძის  განცხადებით, ამ დროისთვის უსახლკარო ადამინების დროებითი თავშესაფარისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია, თუმცა კონკრეტული ადგილი არარის  შერჩეული, თუ სად გაიშლება კარვები.

ეკატერინე ქუთათელაძე გორის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი: ,,დაახლოებით 15 ადამინია ვისაც ღია ცისქვეშ უხდება ცხოვრება, ბიუჯეტიდან 15-დან 20-ათასამდე ლარია გამოყოფილი მათთვის.  ამ თანხაში შედის არა მარტო კარვების გაშლა, არამედ ამ ადამინების კვება და გათბობა. ამ ეტაპზე საკითხის განხილვა მიმდინარეობს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება კარვების გაშლა.“

გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო უსახლკარო ადამიაებისთვის კარვების გასაშლელად. აღნიშნულ თანხაში შედიოდა ცხელი სადილი მიუსაფარი ადამიანბისთვის და გათბობა.  გორის მუნიციპალიტეტს დახმარება წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტმა   და თავდაცვის სამინისტრომ გაუწია.  მეხუთე ბრიგადამ, დროებითი სარგებლობის უფლებით,  გორის მუნიციპალიტეტს ოთხი  კარავი და საწოლები გადასცა.
 

ახალი ამბები