კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოწმე ტაქსის მძღოლი

30 დეკემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ტაქსის მძღოლი, ალექსანდრე გეთიაშვილი, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის გამო დააკავეს.  შსს გურჯაანის რაიონულმა პოლიციამ მისი მგზავრი, ვაჟა უტიაშვილი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, ვაჟა უტიაშვილი სამ მგზავრთან ერთად გურჯაანიდან თბილისში მიემგზავრებოდა. შსს გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა ტაქსი კაჭრეთის გზატკეცილზე გააჩერეს, ვაჟა უტიშვილს ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. გაჩხრიკეს როგორც ვაჟა უტიაშვილი, ასევე ალექსანდრე გეთიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა. პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ვაჟა უტიაშვილის გაჩერების მიზეზი იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონოდა. 

პოლიციის თანამშრომლებმა  ვაჟა უტიაშვილი დააპატიმრეს და დანარჩენები კი, მოწმეების სახით, მთლიანი ”ეკიპაჟის” შემადგენლობით კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სადაც დაკავებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა. მოწმეებს  ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს და გაუშვეს. ვაჟა უტიაშვილი კი, პატიმრობაში იქნა აყვანილი. როგორც ვაჟა უტიაშვილი განმარტავდა, პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ უჩვენა ქაღალდში გახვეული ნარკოტიკი, რომელიც თითქოს მას ჯიბეში ჰქონდა. ვაჟა უტიაშვილმა პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურ ძალადობაში და ნარკოტიკული საშუალების ჩადებაში დაადანაშაულა. 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა უტიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ვაჟა უტიაშვილთან ერთად მოწმედ მყოფი ტაქსის მძღოლი შსს-ს გურჯაანის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც ალექსანდრე გეთიაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრს განუცხადა,  გეთიაშვილს ბრალი სისხლის სმართლის კოდექსის 371-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდა–მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა. მართლმსაჯულებისთვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით,რომელიც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

,,გეთიაშვილი თავსბ დამნაშავედ არ გრძნობს და ამბობს, რომ მას  არ შეუცვლია ჩვენება. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საბოლოოდ ვიდრე ჩვენც არ დავკითხავთ და მტკიცებულებებს არ შევაგროვებთ სხვას ვერაფერს  გეტყვით,”-განაცხადა  ადვოკატმა მაგული ღვალაძემ.
როგორც ტაქსის მძღოლის მეუღლე, ლია გეთიაშვილი ამბობს ალექსანდრე გეთიაშვილს პოლიციის თანამშრომლები აიძულებენ, რომ ჩვენება შეცვალოს. ეუბნებიან შენ მოწმედ დაგვიდექი, რომ ვაჟა უტიაშვილმა პოლიციის თანამშრომელს გაარტყა და ჩამოახია ფორმა. 

„ჩემი მეუღლე ამბობს უტიაშვილს არც გაურტყია, პოლიციელისთვის და არც  ფორმა ჩამოუხევია, მსგავსი რამე არ ყოფილა და ტყუილი როგორ ვთქვაო. იმ ბიჭს არც შევხვედრივარ, არც ვიცნობ, მაგრამ ცრუ ჩვენებით მას სასჯელი დაუმძიმდება და თან ტყუილს მე არ ვიტყვიო.ჩემს მეუღლეს გადაყავდა მგზავრები. გააჩერა პატრულმა მისი ტაქსი, ერთერთი მგზავრი დააკავეს გაჩხრიკეს, მაგრამ არაფერი არ ჰქონიაო. ის გადაიყვანეს იზოლატორში. მძღოლი და სხვა მგზავრები წაიყვანეს მოწმის სახით. ჩემი მეუღლე რომ დაკითხეს, არ ვიცი წინასწარ დაჯღაბნილი თუ შემდეგ გამზადებული წერილი მიუტანეს ხელი მოგვიწერეო, ჩემმა მეუღლემ უთხრა ვერ ვკითხულობ რა წერიაო მათ ახლა დაბეჭდილი ჩვენება მიუტანეს, რომ წაიკითხა მერე გამომძიებელმა სხვა ფურცელი მიაწოდა აქაც ანალოგიური წერია და აქ მომიწერე ხელიო. ესე იგი სიტყვაში შეაცდინა, მოტყუებით მოაწერინა ხელი, იზოლატორში პოლიციის მიერ ნარკოტიკის ჩადება იყო თუ არა მე არ იცი, მაგრამ იმ გაყალბებული ჩვენების საფუძველზე, რომელსაც ჩემს მეუღლეს აბრალებენ იმ ბიჭს, ვაჟა უტიაშვილს საქმე დაუმძიმდა ”-განაცხადა ლია გეთიაშვილმა. მისივე თქმით, როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენება გაყალბებული იყო, მაშინვე მიმართეს საქართველოს პროკურატურას.

„როგორც კი გავიგე ჩვენების გაყალბების შესახებ, იმავე დღეს წავედი საქართველოს პროკურატურაში და განცხადება შევიტანეთ. ორ კვირაში იქიდან მოდის პასუხი, განიხილა მთავარმა პროკურატურამ თქვენი წერილი და საქმე ეგზავნება გურჯაანის მთავარ პროკურორს რეაგირებისთვისო. ამის შემდეგ გურჯაანის პროკურორი იბარებს ჩემს მეუღლეს და ეუბნება აუცილებლად დაწერ პირველ  ჩვენებასო. მას მერე სამჯერ დაიბარეს ჩემი მეუღლე, სამჯერვე დაკითხვაზე ხან პროკურატურაში, ხან პოლიციის კაბინეტში.  იყო ზეწოლა, რომ გინდა თუ არა, უნდა თქვა რომ პოლიციის თანამშრომელს, რეზო ქადაგიშვილს უტიაშვილმა გაარტყა და ფორმა ჩამოახიაო. ამან უთხრა, არცერთ შემთხვევაში არ ვიტყვიო. იმ ბავშვს ტყუილად ვერ დავადებ ხელსო. პროკურორი  კი, დაჟინებით ითხოვდა დაიჭირეთო. მისაბაძი მაგალითი იყოს სხვას რომ დავიჭერთ  არავინ  გაბედოს, ჩვენება შეცვალოსო"–აღნიშნა ლია გეთიაშვილმა.

ალექსანდრე გეთიაშვილის წინასასამართლო სხდომა  5 თებერვალს გაიმართება.

ახალი ამბები