კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის კონკურსთან დაკავშირებით საიას კითხვები უჩნდება

15 იანვარი, 2015
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 2014 წლის დეკემბრის თვეში გაიმართა. გორის მერიაში 102 ვაკანსიაზე მიიღებოდა აპლიკანტთა განაცხადები. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების  მესამე ეტაპს არასამართლიანად მიიჩნევს. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში, კომისიის გადაწყვეტილება, თუ რის საფუძველზე ხდებოდა კონკურსანტების სამსახურში აყვანა ან მათთვის უარის თქმა, არ იყო დასაბუთებული.

„გასაუბრების ეტაპი გამჭვირვალედ არ იყო ჩატარებული. კომისიასა და გარეშე პირებს არ მოგვეცა საშუალება, დაგვენახა, თუ როგორ შემოწმდა კონკურსანტების უნარ-ჩვევები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არ არსებობდა შეფასების კრიტერიუმები. შეკითხვები, ძირითადად, დასმული იყო საკანონმდებლო ბაზიდან“, - განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა. 

ქალაქ გორის მერია აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრის გია წვერავას თქმით კი, ტესტირების ეტაპზე შესაძლებელი იყო გამსვლელი ქულები აპლიკანტს შემთხვევით შემოხაზვის პრინციპით დაეგროვებინა, გასაუბრებაზე კი კონკრეტული აპლიკანტების შედეგების გადამოწმება მიმდინარეობდა. 

„ნაწილი კითხვებისა საკანონმდებლო ბაზიდან იყო დასმული, ამით ვამოწმებდით იმ ცოდნას, რაც აპლიკანტებმა ტესტირების ეტაპზე გამოავლინეს. რა თქმა უნდა, კითხვები პროფესიული კუთხითაც იყო დასმული“, - აღნიშნა გია წვერავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის შეფასებით, გორის მუნიციპალიტეტი უფრო გამჭვირვალე იყო, ვიდრე გორის მერია.

გორის მერიაში გამოცხადებულ 102 ვაკანსიაზე განაცხადი 703 კონკურსანტმა შეიტანა, აქედან ტესტირების ეტაპი 255-მა გადალახა.  გასაუბრების ეტაპის შეჯამების შედეგების მიხედვით, გორის მერიაში 35 ახალი კადრი დასაქმდა,  ხოლო 55  ძველი კადრი დარჩა. 9 ვაკანსიაზე მერიამ ვერცერთი აპლიკანტი ვერ შეარჩია და ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.  

გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, შემოსულ განცხადებებში არცერთი მშენებელ-ინჟინერის სპეციალობის მქონე ადამიანი არ აღმოჩნდა, აქედან გამომდინარე, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში განმეორებითი კონკურსი გამოცხადდა. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საკონკურსო-საატესტაციო კომისიას,  კონკურსის შედეგების გამოქვეყნების ვადა მათ 24 იანვრამდე აქვთ.

ახალი ამბები