კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვემო არცეველები სოფლისთვის ბუფერული ზონის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ

16 იანვარი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის ქვემო არცევის მოსახლეობა სოფლისთვის ბუფერული ზონის სტატუსის დაბრუნებას ითხოვს. ამ მოთხოვნით სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა. არცევის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობას თხოვს.

ქვემო არცევი ბუფერული ზონის სოფლების ჩამონათვალიდან ერთი წლის წინ ამოიღეს, რის გამოც, ადგილობრივებს სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეუწყდა. მოსახლეობამ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფლისთვის ბუფერული სტატუსის დაბრუნების მოთხოვნით შეგროვებული ხემოწერები გადასცა.

არცეველებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. დავით ონიაშვილი მოსახლეობის მოთხოვნებს გაეცნო და აღნიშნა,  რომ ბუფერული ზონის სტატუსის არც მინიჭება და არც ჩამორთმევა თვითმმარველობის კომპეტენციაში არ შედის. 

„საკითხი რომელიც ქვემო არცევის მოსახლეობა აწუხებს არის ცენტრალური ხელისუფლების წინაშე დასაყენებელი. ჩვენ ვპირდებით შუამდგომლობას და  დაუყოვნებლივ  დავაყენებთ საკითხს ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, რომ სოფელ არცევსაც განესაზღვროს საზღვრისპირა რეგიონის სტატუსი, რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება კვლავ მიიღოს“,- განაცხადა დავით ონიაშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტ რევაზ გოგიაშვილის განაცხადებით, ქვემო არცევისთვის ბუფერული ზონის სტატუსის ჩამორთმევა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინიტროს მიერ მოხდა. გამგეობის თანამშრომლებლები მოსახლეობას  სამინიტროს სახელზე წერილს დაწერას დაპირდნენ, რასაც ქვემო არცეველების  ხელმოწერებს დაურთავენ.

შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის გარდა, ქვემო არცეველბმა ადგილობრივი ხელისუფლებას სეტყვის  შედეგად მიყენებული ანაზღაურების პირობაც შეახსენეს. მოსახლეობის თქმით, სეტყვმა მოსავალი გაანადგურა. სტიქიიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის მიერ  დაზარალებული სოფლების აღწერის მიუხედავად, ზარალის ანაზღაურება დღემდე არ მომხდარა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სტიქიის შედეგად 40 სოფელი დაზარალდა, ზარალის ასანაზღაურებელი თანხა კი ადგილობრივ ბიუჯეტში არ აქვთ. დავით ონიაშვილის თქმით, კომისიის დასკვნის შემდეგ ზარალის  ასანაზღაურებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მიეღოთ მიზნობრივი ტრანსფერი, თუმცა მას ინფორმაცია არ აქვს, თუ რატომ გაჭიანურდა გასული წლის განმავლობაში აღნიშნული პროცესი. 

ახალი ამბები