კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საიხან მუზაევის საქმის გამოძიებას ითხოვს

16 იანვარი, 2015
 
მაკა შამუგია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა  და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას, რომლებმაც მოითხოვეს საიხან მუზაევის უფლებების დარღვევების ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საქმის შესწავლა და დროული რეაგირება. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუზაევს დაუსაბუთებლად არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის პასუხად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, სთხოვა, მოახდინონ საკითხის ყოველმხრივი შესწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თავიანთ მიმართვაში აღნიშნავენ, რომ საიხან მუზაევს, კანონიერი საფუძვლების გარეშე შეზღუდული აქვს საქართველოდან გასვლის უფლება, რაც, მუზაევის განმარტებით, უკავშირდება ე.წ „ლაფანყურის საქმეს“. მისივე განმარტებით, სამართალდამცავები აიძულებენ ჩვენების მიცემას და მისთვის უცნობი ინფორმაციის დადასტურებას ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წერს, რომ მან ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს #1899/4-2 რეკომენდაციით, საკითხის შესწავლისა და სამართლიანი რეაგირების თაობაზე. 

კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად.

კომიტეტი მთავარ პროკურორს და შს მინისტრს სთხოვს, შეისწავლონ, არსებობს თუ არა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანსი უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში მითითებული რომელიმე საფუძველი, რაც დაასაბუთებდა საიხან მუზაევისათვის ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვის კანონიერებას. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს მთავარი პროკურორისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაადგინონ, აქვს თუ არა საიხან მუზაევის კონსტიტუციური უფლების დარღვევის ფაქტს ადგილი და თუ აქვს, მოახდინონ დროული რეაგირება.

ახალი ამბები