კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებს

21 იანვარი, 2015
 
მაკა შამუგია

მოქალაქე ნატო უსენაშივლის თქმით, მასზე პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი მისგან სამსახურის დატოვებასა და ასევე, თანამშრომლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ნატო უსენაშვილი 2012 წლის 20 ივლისს  სიღნაღის მინიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორად დაინიშნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

„სასამართლოს მიერ გამოტანილ ორივე დასკვნაში, როგორც სიღნაღის რაიონული სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დასტურდება,  რომ ნატო უსენაშვილი ორჯერ უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, შესაძლო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, რაც უკვე ჩვენთვის, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციისათვის, საინტერესოა“  - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

როგორც თვად ნატო უსენაშვილი ამბობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას იბარებდნენ პოლიციასა და პროკურატურაში, ეუბნებოდნენ , რომ  იყო დამნაშავე, რადგან ერთდროულად იღებდა ხელფასს სამსახურიდან და საოლქო საარჩევნო კომისიიდან.

„არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური მდგომარეობა, ფაქტობრივად,  ჩემი პოლიტიკური დევნა დაიწყო. პირველ რიგში, დამიბარეს პროკურატურაში. სამუშაოს პარალელურად, მუდმივად ვიყავი პოლიციასა და პროკურატურაში დაკითხვის რეჟიმში. სანამ სამსახურში დავბრუნდებოდი, მათ შექმნეს საფინანსო კომისია და დაიწყეს ჩემი მუშაობის პერიოდის ფინანსური შემოწმება“ - განაცხადა, მოქალაქე, ნატო უსენაშვილმა.

რამდენიმეთვიანი უშედეგო დევნის შემდგომ, მუნიციპალიტეტის საბჭოს თავმჯდომარემ ნატო უსენაშვილი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. უსენაშვილმა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა სარჩელი და სამსახურში აღადგინა.

2013 წლის 6 აგვისტოს ნატო უსენაშვილმა  დაიწყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, რის პარალელურადაც საკრებულოსა და გამგეობის მხრიდან განახლდა, სხვადასხვა კომისიებითა და შემოწმებებით მის მიმართ ზეწოლა, რათა სამსახური კვლავ დაეტოვებინა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს, გაითვალისწინოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ გამოიყენოს საგამოძიებო მოქმედებები, მოქალაქე ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნისათვის“ - განაცხადა , ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ლუკავამ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მიმართავს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მაჟორიტარ დეპუტატს, რომ შეწყვიტოს მოქალაქე ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა.

ახალი ამბები