კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზაგაშვილის მკვლელობა ქუთაისში მერიის წინ გააპროტესტეს

23 იანვარი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემთხვევა ქუთაისელებმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებით გააპროტესტეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები გმობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც, მათივე განმარტებით, გამოუძიებელ საქმეებს და გაზრდილ კრიმინალურ შემთხვევებს ეხება.

„არა აქვს მნიშვნელობა, ვინ და ვისი დაკვეთით ჩაიდინა ეს საზარელი დანაშაული. ყველა შემთხვევაში ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.თუნდაც, იმ უსუსურობიდან გამომდინარე, რაც იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურა ვაზაგაშვილის გაუხსნელ საქმესთან დაკავშირებით გამოიჩინა. გარდაცვლილი ვაზაგაშვილი წლების მანძილზე არა მხოლოდ საკუთარი შვილის, არამედ, ყველა გახმაურებული ფაქტის მოკვლევას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა. დაპირების მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ორი წლის მანძილზე ვერ შეძლო“, -  განაცხადა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ.

იგი, ისევე როგორც აქციის მონაწილეთა უმრავლესობა, პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ კი, პროკურატურას აკისრებს.

„პირველ რიგში, პროკურატურა უნდა გაიწმინდოს უვარგისი და „ნაციონალური რეჟიმის“ გადმონაშთი კადრისგან. მერე კი, დაიწყოს საქმეების სათანადო გამოძიება. ბოლოსდაბოლოს, ხომ უნდა დადგეს დრო, როცა სიმართლე იზეიმებს? ეს უბედურება მხოლოდ ვაზაგაშვილებს არ დაატყდათ თავს. ეს მთელი ერის უბედურებაა, რომელიც არავინ იცი, როდის და ვის თავს გამეორდება“, - ამბობს ქუთაისელი ლიანა ნიჟარაძე.

აქციის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მოსახლეობას გაერთიანებისკენ, ხელისუფლებას კი, გამოფხიზლებისკენ მოუწოდეს. 

ახალი ამბები