კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი საქმის ობიექტურ მოკვლევას ითხოვს

26 იანვარი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე კახა დვალიშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავს. ადგილობრივი სათათბიროს "ოცნების" დეპუტატი იმ კონკრეტული შემთხვევის მოკვლევას ითხოვს, რომელიც გასულ კვირას მასსა და ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხება.

"მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება ჩემსა და დაცვის თანამშრომელს შორის. სიმართლის დასადგენად და იმ მოარული ხმების საპასუხოდ, რომლის მიხედვით, მე პოლიციელზე ვიძალადე, ვითხოვ მოკვლეულ იქნას ეს ინციდენტი. ეს რთული ნამდვილად არაა, მითუფრო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებია და ეს ყველაფერი დაფიქსირებული იქნება," - აცხადებს კახა დვალიშვილი.

მან ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც შსს-ს გენერალურ ინსპექციას მერიის დაცვის თანამშრომელთა კომპეტენციის საკითხის შესწავლას თხოვს. "ამ ხალხის საქმიანობა შესასწავლია. მითუმეტეს, რომ არსებობს ქუთაისის მერიის ორი მიმართვა ამ ადამიანების საქმიანობისა და კომპეტენტურობის შესწავლის თაობაზე," - ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.

პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით მიმდინარეობს.  

ახალი ამბები