კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა ფარული მოსმენების რეგულაციებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

5 თებერვალი, 2015
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლის წინააღმდეგ, რომელიც შსს-ს უსაფრთხოების სტრუქტურებს საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირ წვდომას უნარჩუნებს.

ნოემბრის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შსს-ის უტოვებს ბერკეტს საკომუნიკაციო საშუალებებზე ჰქონდეს პირდაპირი წვდომა; იმავდროულად, ის უფლებას აძლევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული თანხმობა მისცეს სამართალდამცველ ორგანოებს მოსმენების განხორციელებაზე, სასამართლო ნებართვის არსებობის შემთხვევაში. თუმცა, როგორც ოპონენტები აცხადებენ, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში რჩება წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე ე.წ. „შავი ყუთთან“, მას მარტივად შეუძლია  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით მოუსმინოს ფარულად. 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა 30 ნოემბერს დაძლია ეს ვეტო.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების [ჩანაწერები, თუ რომელი ნომრიდან რომელზე განხორციელდა ზარები, როდის განხორციელდა ეს ზარები და რამდენ ხანს გაგრძელდა] და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა 2 თებერვალს.

ამავე ინფორმაციით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 30 იანვარს იქნა შეტანილი.

ახალი ამბები