კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის თაობაზე

9 თებერვალი, 2015
 
ბატონო პრეზიდენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ წინადადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილოთ და საქართველოს პარლამენტს წარუდგონოთ ქალბატონ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. 

ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და ვფიქრობთ, რომ ნინო გვენეტაძე გამორჩეულია თავისი მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციით, მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და გრძელვადიანი მოღვაწეობით, პრინციპულობით, სამართლიანობითა და შეუვალობით. რაც მთავარია, იგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რაც დამატებით უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მიგვაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლო სისტემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად, რაც ამასთანავე უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და სამართლიან მართლმსაჯულებას ქვეყანაში.  შესაბამისად, მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვესახება ამ მნიშვნელოვანი პროცესის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ. 

მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ და მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება. ამ თანამდებობებზე მუშაობისას იგი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იბრძოდა საქართველოში სასამართლო ხელისუფლების  დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, იგი იქცა დევნილად, როდესაც რეალურად მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 

მანკიერი სასამართლო სისტემის დაუმორჩილებელი მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად ნინო გვენეტაძე 2006 წელს  გაერთაინდა არსამათავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იბრძოდა საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად. 

მიგვაჩნია, რომ ქალბატონი ნინო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით, აქვს პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, იგი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და წარმატებით მუშაობს აკადემიური მიმართულებით.

ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს ასევე უჭერს ა/ო ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, რომლის ხელმძღვანელმაც ლია მუხაშავრიამ ამის შესახებ ცალკე უკვე მოგმართათ.

პატივისცემით, 
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ალეკო ცქიტიშვილი,
საზოგადოებრივი დამცველი, ირინა ფუტკარაძე,
ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, თამარ გაბიანი,
მედიის ინსტიტუტი, ირმა მამასახლისი,
იურისტ ქალთა კავშირი, ნუცა კობალავა


ახალი ამბები