კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი პოლიტპატიმრებისა და რეპრესირებულების მიმართვა

11 თებერვალი, 2015
 
პრემიერ მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,

საქართველოს თავდაცვის მინისტრ
ბატონ მინდია ჯანელიძეს,

საქართველოს შს მინისტრს
ბატონ ვახტანგ გომელაურს,

საქართველოს მთავარ პროკურორს,
ბატონ გიორგი ბადაშვილს,

საქართველოს სახალხო დამცველს
ბატონ უჩა ნანუაშვილს,

საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა 
და მასმედიის წარმომადგენლებს,

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, უალტერნატივოდ და ერთპიროვნულად ვაღიარებთ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს. ამასთანავე, სრულად ვეთანხმებით იმ პრინციპებს, რომელიც აისახა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში „დაუსჯელობასთან ბრძოლის მეშვეობით ადამიანის უფლებათა დაცვის და ხელშეწყობის პრინციპთა კრებული” (E/CN. 4/2005/102/Add 1). დოკუმენტის პრეამბულის თანახმად, „დაუსჯელობა”- ნიშნავს იმ პირთა სისხლის სამართებლივ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან დისციპლინარულ პასუხისგებაში  არ მიცემას, რომლებსაც ბრალი მიუძღვით  სამართალ დარღვევათა ჩადენაში, ამ პირთა მიმართ არავითარი სახის გამოძიება არ წარმოებს, რომლსაც შედეგად შეიძლება, მოჰყვეს მათთვის ბრალის წაყენება, მათი დაპატიმრება, სისხლის-სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა (თუკი ისინი დამნაშავედ იქნებიან ცნობილი) და მათთვის შესაბამისი სააჯელის მისჯა, მათ მიერ დაზარალებულთათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ჩათვლით.

ამასთანავე, გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. რადგან ჯერაც არ შესრულდა დაპირება სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს მიერ არ ხდება სამართალ დარღვევების გამოძიება, და დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სათანადო ზომების მიღება. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ დანაშაულის ჩამდენ პირთათვის არ ხდება შესაბამისი სასჯელის შეფარდება. სახელმწიფოს მიერ არ ხდება შესაბამისი ზომების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული დარღვევათა განმეორება.

იმედს გამოთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესწევს სათანადო გამბედაობა, ძალა და ნება იმისათვის რომ სრულად გაიზიაროს საყოველთაო დეკლარაციით და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და ის პრინციპები, რომელიც აისახა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში “დაუსჯელობასთან ბრძოლის მეშვეობით ადამიანის უფლებათა დაცვის და ხელშეწყობის პრინციპთა კრებული” (E/CN. 4/2005/102/Add 1), და შესაბამისად ახორციელებს სათანადო ძალისხმევას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ძირეული პრინციპების დასაცავად, 2004 - 2012 წლების განმავლობაში საქართველოს მმართველი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსავლენად და გამოსააშკარავებლად, ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეთათვის ისევე, როგორც იურიდიული პირებისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ამასთანავე, ვითვალისწინებთ ბიუჯეტის სიმწირესა და უმუშევართა სიმრავლეს, რომ საქართველოს ბიუჯეტი 2015 და უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში ვერ
შეძლებს სრულად აღიაროს საქართველოს მოსახლეობისა და იურიდიული პირებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი და ზარალი. შემოგვაქვს შემდეგი ინიციატივა:

1. საქართველოს მოსახლეობას, ისევე როგორც მსოფლიო საზოგადოებას, აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე საქართველოს უახლოეს წარსულში 2004 -2012 წლების განმავლობაში, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისა და მთავრობის წარმომადგენელთა, ისევე როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსანთა და მათი ხელქვეითების მიერ ჩადენილ საშინელ დანაშაულთა და იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაცშედეგად მოჰყვა ადამიანის უფლებათა მასობრივი და სისტემატური დარღვევით დანაშაულთა ჩადენა. 

სახელმწიფოს მოვალეობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევათა ამსახველი დოკუმენტაციის არქივების და სხვა მტკიცებულებათა (მათ შორის გრიფით საიდუმლო) გამოაშკარავებით და დაცვით. 

2. საქართველოს სახელმწიფო მოვალეა, დაუყონებლივ განახორციელოს სათანადო ქმედებები, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 

ახლადშექმნილი ჭეშმარიტების დამდგენი კომისიის მიმართ მაღალი ხარისხის ნდობის მოპოვების მიზნით, რეკომენდებულია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ კომისიის წევრთა შერჩევისას, ისევე როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს ჭეშმარიტების დამდგენი კომისიის უფლებამოსილებისა და მოღვაწეობის სფერო, პოლიტიკა. 

საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, საკასაციო სასამართლოების მეშვეობით იმსჯელოს და გამოიტანოს ხელახალი განაჩენი უკანონო გადაწყვეტილებებით განსჯილ პირთა რეაბილიტაციის, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების, მორალური და მატერიალური ზიანისა და ზარალის ანაზღაურების მიზნით. 



შესაბამისად მნიშვნელოვანია:

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კედექსში გათვალისწინებული იქნას ცვლილებანი და ჭეშმარიტების დამდგენი საგამოძიებო კომისიების მიერ ჩატარებული მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგად გამოვლენილი სადაოდ და კანონიერ ძალაში შესული, კანონდარღვევით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ხარვეზები მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ გარემოებებად.

2.2.ჭეშმარიტების დამდგენი საგამოძიებო კომისიების მიერ ჩატარებული მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში და ამ კომისიის რეკომენდაციით, უკანონოდ ჩამორთმეული უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც აღრიცხულია საქართველოს სახელმწიფოს უწყებებისა და ორგანიზაციების ბალანსზე, დაუბრუნდეთ პირვანდელ მფლობელებს.

2.3. რეაბილიტირებულ პირთა უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონო გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი უკანონო ქმედებისათვის ამ პირებმა ერთობლივად და სახელმწიფოსთან ერთად, სოლიდარულად აგონ პასუხი საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მიერ რეაბილიტირებულთა სასარგებლოდ დადგენილი მიყენებული ზარალის ფარგლებში, ანაზღაურების ვალდებულება გაწერილ იქნას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 წლიანი ვადის განმავლობაში თანაბარწილად და ეტაპობრივად.

2.4. საქართველოს ბიუჯეტისათვის მოსალოდნელი მძიმე ტვირთის თავიდან აცილების მიზნით, რაც შესაძლოა, გამოიხატოს საქართველოს იურიდიულ პირთა მიერ 2014 და შემდგომი წლების განმავლობაში კომპანიათა წლიური შედეგების ამსახველ ბალანსებში დაკარგული ქონებისა და ქონებრივი უფლებების მასიური აღრიცხვით, რაც შესაბამისად გამოიწვევს ზარალიანი ბალანსების ფორმირებას და სახელმწიფოს სასარგებლოდ მოგების გადასახადების მკვეთრ შემცირებას, უმჯობესია, მიღებულ იქნას დროებით ნორმატიული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გაანაწილებს 2004 -2012 წლების განმავლობაში იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო სტრუქტურების ზეწოლით მიღებული ზიანის მოგების გადასახადიდან დაფარვის შესაძლებლობას, 2015-2018 წლების განმავლობაში და თანაბარწილად. საგამოძიებო კომისიის მიერ განხორციელებულმა გამოძიებამ უნდა მოიცვას ადამიანის უფლებათა ან ჰუმანიტარულ სამართლის დამრღვევი ყველა პირი, რომლებიც იძლეოდნენ შესაბამის ბრძანებებს ან უშუალოდ მონაწილეობდნენ და თვითონ ჩადიოდნენ მათ, როგორც უშუალო შემსრულებლები ან თანამონაწილეები, იმის და მიუხედავად, ეხება თუ არა ეს საჯარო მოხელეებს, თუ ნახევრად სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებს.

უგულებელყოფილ უნდა იქნას ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩამდენი დამნაშავე მოქმედებდა მისი მთავრობის ან ზემდგომი ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, და ეს არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან, კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ისევე როგორც დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული არ ათავისუფლებს მის ზემდგომ ხელმძღვანელს სისხლის სამართლისპასუხისმგებლობისაგან. თუკი მათ საფუძველი ჰქონდათ ცოდნოდათ,რომ ეს დაქვემდებარებული პირი ჩადის ან აპირებს ჩაიდინოს ასეთი დანაშაული და მათ არ მიიღეს ყველა აუცილებელი ზომა მათი უფლებების ფარგლებში, რათა თავიდან აეცილებინათ დანაშაულის ჩადენა, ან დაესაჯათ დანაშაულის ჩამდენი, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოს მეთაურს ან მთავრობის მეთაურს.

ამავდროულად, ვაღიარებთ მოსამართლეთა შეუცვლელობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, როგორც უმნიშვნელოვანეს გარანტიას მოსამართლეთა დამოუკიდებლობისათვის, ამასთანავე მოსამართლეები, რომლებიც უკანონოდ იქნენ დანიშნულნი, ან რომელთაც მოიპოვეს სასამართლო უფლებამოსილება ერთგულების შეპირების სანაცვლოდ, დაუყონებლივ გათავისუფლებულნი უნდა იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან, ისევე როგორც სახელმწიფო თანამდებობის ყველა ის პირი და თანამშრომელი, რომლებიც პირადად არიან პასუხისმგებელნი ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე, კერძოდ ის პირები, რომლებიც წარმოადგენდნენ შეიარაღებულ ძალებს, უშიშროების ძალებს, პოლიციას, დაზვერვის ორგანოებს. მათი გათავისუფლება უნდა მოხდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურების მოთხოვნათა პრინციპის დაცვით. პირები, რომელთაც ოფიციალურად ბრალად ერაცხებათ  საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენა, ჩამოშორებულ უნდა იქნან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას სისხლის სამართებლივი, ან ადმინისტრაციული - სამართლებრივი დევნის  წარმოების განმავლობაში.

ჩვენ, თავად უკანონობითა და უსამართლობით გამწარებულებს არ გვსურს, და არ ვიბრძვით რადიკალური მოთხოვნებისათვის, მაგრამ გვწამს და გვჯერა, რომ ფუჭ, უსამართლო საძირკველზე ვერ აშენდება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოება, შესაბამისად, ვითხოვთ დაერქვას თავისი სახელი ყველას და ყველაფერს, დამნაშავეს დამნაშავისა და უსამართლოდ განსჯილს მიეგოს სათანადო ღირსება და პატივი.

ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთის ღონისძიებებში, ძირითადად, ჩართული იყვნენ ერთი და იგივე ოფიცრები და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურათა წარმომადგენლები, რომლებიც დღესაც კი წინაურდებიან სამსახურეობრივად. გიგზავნით ამ მაღალჩინოსანთა გვარებს, მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით:

1. ვალერიან ზუმბაძე
2. ვლადიმერ დათაშვილი
3. ოთარ ორჯონიკიძე
4. არჩილ გვადიბაძე
5. პოლკოვნიკი სადათეირაშვილი
6. გიორგი მაზმიშვილი
7. მიხეილ ბერეკაშვილი
8. ზვიად ესებუა
9. დავით დევნოზაშვილი

ეს ადამიანები უშუალოდ მოქმედებდნენ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ამირან მესხელისა და ზურაბ ადეიშვილის დავალებით. 

ხელმოწერით გიდასტურებთ ჩვენს განწყობას და მოთხოვნებს.

პატივისცემით:
ყოფილი პოლიტპატიმრები და რეპრესირებულები,
ასევე ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი:

ბაკურ კიღურაძე
ვახტანგ მაისაია
სიმონ კილაძე
გიორგი აბდალაძე
არმენ გეორქიანი

მიმართვას თან ერთვის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის, ქ.-ნ ნავი პილაისადმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი, 2013 წ. დეკემბრით დათარიღებული მსგავსი შინაარსის მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს 15 პირი. 

ახალი ამბები