კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება მედიასაშუალებებში ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვის თაობაზე

13 თებერვალი, 2015
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვას და სენსიტიურ ინფორმაციაზე ირიბ თუ პირდაპირ მითითებას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში და შემდგომ უკვე სხვადასხვა მედია საშუალებებში მიმდინარეობს.  

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა მიმართ (როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა) მოქმედებს დაცვის მაღალი სტანდარტი. 

მიუხედავად პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესისა, დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს ვთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა  გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების ან სენსიტიურ ინფორმაციაზე პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მითითების დროს და პატივი სცენ როგორც გარდაცვლილი პირების, ისე  - მათი ოჯახის წევრების ღირსებას. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექრორის აპარატი, აფაქიძია ქ,#15 http://personaldata.ge/
 

ახალი ამბები