კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის დეპუტატსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

25 თებერვალი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

23 თებერვალს შიდა ქართლის ადმინისტრაციულ შენობაში ქალაქის საკრებულოს დეპუტატ იოსებ ფალელაშვილსა და დიცის ყოფილი რწმუნებულის ზაქარია ბატიტაძის შვილს, ბექა ბატიტაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უცნობია, რას აკეთებდნენ ღამის საათებში ადმინისტრაციულ შენობაში იოსებ ფალელაშვილი და ბექა ბატიტაძე. ასევე უცნობია შელაპარაკების მიზეზიც. 

დეპუატატსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ჩხუბის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე, აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. მათი თქმით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.
  
საკრებულოს დეპუტატ იოსებ ფალელაშვილის მხრიდან ეს ჩხუბის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე თვის წინ მისი სახელი რესტორან ,,სპორტ კაფესა“ და 14 იანვარს რესტორან ,,ნაჭარმაგევში“ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში  ფიგურირებდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, იოსებ ფალელაშვილი რესტორან „ნაჭარმაგევში მომხდარ ფაქტზე დაიკითხა. 

როგორც ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რესტორან „ნაჭარმაგევში“ საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მიხეილ შენგელია ფიზიკურად უსწორდება საკრებულოს დეპუტატ ზურაბ როსებაშვილს. როსებაშვილის ცემის ფაქტზეც საქმე 125-ე მუხლით აღიძრა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა. 

ახალი ამბები