კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მოსახლეობა პროდუქტის ფასის მომატებით უკმაყოფილოა

2 მარტი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ლარის კურსის ვარდნამ საკვები პროდუქტის ფასზეც  მოახდინა გავლენა. საგრძნობლად მოიმატა პურ-ბურღულეულის ფასმა. როგორც გურჯაანში ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში გვითხრეს, ბურღულეულის ფასმა 20-დან 50 თეთრამდე მოიმატა. გაიზარდა ფქვილის ღირებულებაც, რამაც სოფლის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. 

„ჩვენი ჯავრი არავის აქვს, ლარის კურსი თუ არ გამყარდა შიმშილი გველოდება. პროდუქტის ფასმა მოიმატა, წამლებიც ძვირდება, ამ პირობებში როგორ ვიცხოვროთ“, - განაცხადა გურჯაანის მკვიდრმა, ელენე უტიაშვილმა.

ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას განცხადებით, გარკვეული პირები დოლარის დღევანდელი კურსით სარგებლობენ და ხელოვნურ აჟიოტაჟს ქმნიან.

„დოლარის კურსი გავლენას არ უნდა ახდენდეს ფქვილის ფასზე, რადგან მეპურეები ფქვილს წისქვილკომბინატიდან ლარში იღებენ. დოლარის კურსი კი, წისქვილკომბინატებზე მოქმედებს, რადგან ისინი ხორბალს, ძირითადად, უცხოეთიდან დოლარზე ყიდულობენ. შექმნილი ვითარებიდან მხოლოდ შუალედური რგოლი -  გადამყიდველები სარგებლობენ“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ხორბლის კრიზისის დროს,  2010 და 2012 წლებში,  პურის ფასმა მოიმატა. თუმცა, 2013 წელს კვლავ დაიკლო. 

„ხორბლის კრიზისის დროს ერთი ტომარა ფქვილი 60 ლარი ღირდა და პურმა კი მხოლოდ 10 თეთრით მოიმატა, მაშინ ბევრი მეპურე გაკოტრდა, ბევრმა ვალები აიღო და დღემდე იხდის, ხელფასებიც შეამცირეს. მეწარმეების ბედი არავის არ აღელვებს, მათ მხარს არავინ უჭერს“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

მოსახლეობა პურ-ბურღულეულის ფასის მომატებას  აპროტესტებს და იმედოვნებს, რომ პროდუქტებზე ფასები აღარ მოიმატებს. 

ახალი ამბები