კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი საყდრისის საბადოს საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნას განიხილავს

4 მარტი, 2015
ნათია გოგოლაშვილი

დღეს პარლამენტის სესიაზე კანონმდებლები საყდრისის საბადოს საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხს  განიხილავენ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად კანონიერად ჩამოერთვა საყდრისს კულტურული ძეგლის სტატუსი.

„ორი ინსტანციის სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კულტურის მინისტრის ბრძანება საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კანონდარღვევით მოხდა. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ამ საკითხზე. უნდა გაირკვეს, მართლაც მოხდა თუ არა ასეთი დანაშაული და ის ადგილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ  აფეთქდა, იყო თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თუ ეს დადგინდა, საქართველოს პარლამენტმა პასუხი უნდა მოსთხოვოს  ყველა იმ ადამიანს, ვინც დამნაშავეა“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის თქმით, კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და კენჭი კომისიის შემადგენლობას უნდა ეყაროს.

პარლამენტში გასამართ დღევანდელ სესიას საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც დაესწრებიან. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საკანონმდებლო ორგანო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

„თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას, ჩვენ ერთადერთი გზა გვრჩება, დავიწყოთ პროტესტი, აქციები და მივმართოთ პროკურატურას, რათა გამოიძიონ სწორედ ის განაჩენი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა. განაჩენში კი წერია, რომ საყდრისს უკანონოდ მოეხსნა ძეგლის სტატუსი“, - აცხადებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე.  

თუკი დეპუტატთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს საყდრისის საბადოს საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნასა და მის შემადგენლობას, კომისია 12 წევრით განისაზვღვრება.

ახალი ამბები