კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

5 მარტი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი 

4 მარტს პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა ჩავარდა. კანონმდებლებმა საყრდრისის საბადოს საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს. 55 მომხრე და 3 წინააღმდეგი - ასეთი იყო გუშინდელი კენჭისყრის შედეგი. ინიციატივას უმრავლესობის წევრთა დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. კომისიის შექმნისათვის კი მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მდივნის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, პარლამენტარები ვერ გადაწყვეტენ საყდრისის საბადო არის თუ არა კულტურული მემკვიდრეობა, რადგან ამ საკითხზე თავად მეცნიერებიც ვერ თანხმდებიან. ამიტომ ტყემალაძე კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, ამ კომისიის შექმნა სკანდალის მოწყობაზეა ორიენტირებული: „ისეთი კომისიის შექმნას, რომელიც მოწოდებულია და ორიენტირებულია გარკვეული სკანდალის შექმნაზე, მხარს ვერ დავუჭერთ“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ივანიშვილის სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა: „საპარლამენტო უმრავლესობისათვის უფრო მნიშვნელოვანია ივანიშვილის სურვილი, რომ საყდრისის საბადოზე ოქროს მოპოვება გაგრძელდეს, ვიდრე ის, რომ ხუთიათასწლოვანი ძეგლი არ განადგურდეს“.

სერგო რატიანის თქმით, პარლამენტში საყრდრისის საბადოს საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივას კიდევ შეიტანენ. 
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის ეკატერინე სოხაძის თქმით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ. საპროტესტო აქციების დაწყებაზე საუბრობს კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე. 

შეგახსენებთ, რომ საყდრისის გარშემო განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით "თავისუფალმა დემოკრატებმა" პარლამენტს ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში მიმართა. 25 დეკემბრის პარლამენტის სხდომაზე ამ ინიციატივას 58 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახალი ამბები