კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეხვედრა თსუ-ში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან, ნინო გვენეტაძესთან

10 მარტი, 2015
 
12 მარტს, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან.

შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოების ინფორმირებას კანდიდატის პროფესიული გამოცდილებისა და მისი ხედვების შესახებ სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი პრობლემების, გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ.  შეხვედრას დაესწრებიან აკადემიური და პროფესიული წრეების, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. მათ შესაძლებლობა ექნებათ, კანდიდატს დაუსვან შეკითხვები და მონაწილეობა მიიღონ აქტუალური საკითხების ირგლივ გამართულ დისკუსიაში.

შეხვედრა ღიაა მედიისათვის.

შეხვედრა გაიმართება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ( I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის 115-ე აუდიტორია), 17:00 საათზე.

საკონტაქტო პირი - მარი აბულაძე - 595 96 19 00

საინიციატივო ჯგუფი: 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი;
საზოგადოებრივი დამცველი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
ლიბერალური აკადემია - თბილისი

ახალი ამბები