კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ვარიანის მკვიდრი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს

11 მარტი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

9 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრებ ზუბაშვილებთან შსს ვარიანის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ და გენადი ზუბაშვილს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს.

,,აგრესიულად შემოვიდნენ და  მითხრეს, რომ განყოფილებაში გავყოლოდი, როდესაც ვკითხე თუ რა დავაშავე, მითხრეს, ადგილზე გავარკვევთ ყველაფერსო.  ბოძს  ჩავეჭიდე, ისინი კი იძულებთ ცდილობდნენ ჩემს გადაყვანას, ამ დროს რამდენიმე დარტყმა ვიგრძენი წელის არეში, გავიქეცი და ბაღში დავიმალე“, - განუცხადა humanrights.ge-ს  გენადი ზუბაშვილმა.
,,შემოცვივდნენ, ბავშვებს შეეშინდათ და  ტირილი დაიწყეს. პოლიციის კითხვები  სამი წლის წინ შიმშილისგან გარდაცვლილ ჩემს შვილს ეხებოდა. სამი წელია გასული და ახლა იძიებენ ამ საქმეს? მკითხეს, თუ  რა იყო გარდაცვალების მიზეზი, ვუპასუხე, რომ ბავშვი ავადმყოფობისა და შიმშილისგან გარდაიცვალა“, - აღნიშნა გენადი ზუბაშვილის მეუღლემ, ხათუნა სირანაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლები 10 მარტს ვარიანში საქმის არსის გასაგებად ჩავიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, გენადი ზუბაშვილი კვლავ დაბარებული იყო პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გამოცხადდა. პოლიციის განყოფილებაში გენადი ზუბაშვილს განუცხადეს, რომ ის არავის დაუბარებია. 

ადამინის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ორგანიზაციის  იურისტის, ელიზა ქერდიყოშვილის განცხადებით, ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევს საქმის მიმდინარეობას და ასევე, განცხადებით მიმართავს შსს-ს შესაბამის ორგანოს, რათა  დაიწყონ გამოიძიება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით.

„გენადი ზუბაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა აუცილებლობით არ იყო გამოწვეული. პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ, შეტყობინება გადაეცათ და ზუბაშვილი მეორე დღეს გამოცხადებულიყო განყოფილებაში. ამასთან, პოლიციის თანამშრომლებს არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით მიჰყავდათ იგი განყოფილებაში. მოვითხოვთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტმა, ელიზა ქერდიყოშვილმა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, პროკურატურამ შსს-ს შეტყობინება გადაუგზავნა, გამოძიება დაეწყოთ 2011 წელს ზუბაშვილების შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. სამინისტროს პრესცენტრში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ახალი ამბები