კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადება არასრულწლოვანთათვის ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენებასთან დაკავშირებით

17 მარტი, 2015
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ვგმობთ არასრულწლოვნებისთვის ძალადობრივი კადრების ჩვენების ფაქტებს. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის ციხის კადრებისა და სხვადასხვა სასტიკი ფაქტის ამსახველი კადრების ჩვენება. თუ დადგინდა არასრულწლოვანთა მონაწილეობა შეხვედრაში, ამგვარ ქმედებას  შეიძლება, მიეცეს ბავშვთა მიმართ ძალადობის კვალიფიკაცია. გარდა იმისა, რომ ძალადობრივი კადრების ნახვამ, დიდი ალბათობით, შეიძლება, გამოიწვიოს მოზარდთა ტრავმირება, არსებობს მოზარდთა მხრიდან  მსგავსი ძალადობრივი ქცევების მოდელირების  რისკიც. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები, რათა დაიცვას ბავშვები იმ სახის ინფორმაციისგან, რომელიც მათი კეთილდღეობისთვის საზიანოა (რასაც უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-17 მუხლი).

შეგახსენებთ, რომ 13-15 მარტს სამეგრელოს ქალაქებში - ფოთში, ზუდგიდში, სენაკსა და ხობში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებულ თეატრებსა და დარბაზებში სპეციალური ღონისძიებები მოეწყო, სადაც აჩვენეს დოკუმენტური მასალა -„სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“. არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ფოტომასალა ნაჩვენები იყო დარბაზის გარეთაც, რაც ერთგვარ საგამოფენო სივრცეს ქმნიდა. ღონისძიებაზე მისულ მაყურებელთა შორის იყვნენ მოსწავლეებიც, რომელთა ასაკიც რიგ შემთხვევაში 14 წელს არ აღწევდა. დოკუმენტური მასალა გასული წლების გახმაურებულ საქმეებს ეხებოდა, მათ შორის ციხის სკანდალურ ფაქტსაც. 

მოზარდების განცხადებით, ისინი ინფორმირებული არ იყვნენ, თუ რა თემატიკის ფილმის სანახავად მიდიოდნენ. მოსწავლეების მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ღონისძიების ორგანიზატორები სკოლის პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ. რიგ შემთხვევაში, მოსწავლეებმა ფილმის ჩვენებაზე დასწრების სურვილი ხელმოწერითაც დაადასტურეს. სკოლის დირექტორები მოზარდთა შეკრებას, მათი ასაკისთვის შესაუბამო კადრების სანახავად, უარყოფენ. მათი თქმით, არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ტიპის ღონისძიება იმართებოდა და ისინი მხოლოდ და მხოლოდ რესურს ცენტრის მითითებებს ასრულებდნენ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს განათლების სამინისტროს, სწრაფი და ადეკვატური  რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე და დაადგინოს, რეალურად ვინ იყო ორგანიზატორი არასრულწლოვნებისთვის აკრძალული ვიდეო მასალის ჩვენების. მოვითხოვთ, დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებში.


თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
კავშირი საფარი
მედიის ინსტიტუტი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

ახალი ამბები