კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შშმ პირები, რომელთა ასაკი 30 წელს აღემატება, სოციალურ დახმარებას აღარ მიიღებენ

25 მარტი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიის გადაწყვეტილებით, მერიის სოციალურ პროგრამაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თანხის მიღების ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდა. შშმ პირები, რომელთა ასაკიც 30 წელს აღემატება, სოციალურ დახმარებას აღარ მიიღებენ, ხოლო 30  წლამდე შშმ პირებისთვის  გორის მერია, წელიწადში ერთხელ , 250 -  ლარიან დახმარებას გამოყოფს. 

ალექსანდრე ბიბილაშვილს ცერებრალური დამბლა აქვს, ის 32 წლის გახდა. მერიის გადაწყვეტილებით, იგი ყოველწლიური ერთჯერადი დახმარებით ვეღარ ისარგებლებს.
,,რატომ მოგვიხსნეს დახმარება, ვერ გამიგია, რადგან 32 წლის გახდა, დახმარება აღარ სჭირდება?!“, - აღნიშნა ალექსანდრე ბიბილაშვილის დედამ, იზოლდა ბიბილაშვილმა.

გორის მერის მოადგილის, ნუკრი ჯოხაძის თქმით, თეორიულად, მერიის სოციალური პროგრამა, შესაძლოა, დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდეს. ჯოხაძის თქმით, მერია ამ ხარვეზს გამოასწორებს და ასაკობრივ შეზღუდავას სოციალური პროგრამიდან ამოიღებს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას კი, ქალაქის მერიისგან განსხვავებით, სოციალურ პროგრამაში    შშმ  პირებისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგებული აქვს, ამასთან, ასაკობრივი შეზღუდვაც მოხსნილი აქვს. გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ჩიხრაძის განცხადებით,  ცერებრალური დამბლის, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე პირები წელიწადში ერთხელ, 500 - ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ახალი ამბები