კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა უტიაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

30 მარტი, 2015
 ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

24 მარტს, გურჯაანში მცხოვრებ ვაჟა უტიაშვილს  გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის იურისტი, ლია ხუროშვილი იცავს. ხუროშვილის განცხადებით, ვაჟა უტიაშვილი უდანაშაულოა, განაჩენი არაკანონიერია და იგი აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

უტიაშვილის დის, ეკატერინე იაშვილის განცხადებით, გურჯაანის პოლიციამ უტიაშვილს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდო, გურჯაანის სასამართლომ კი  განაჩენის გამოტანისას ამის შესახებ მოწმეების ჩვენება არ გაითვალისწინა.

„ჩემი ძმა უდანაშაულოა. გურჯაანის პოლიცია სულ დევნიდა მას და ნარკოტიკული საშუალებებიც ჩაუდეს. რამდენჯერ გამოვგლიჯე ხელიდან ჩემი ძმა პოლიციას, რომელიც მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.  პოლიციის თანამშრომლები - რეზო ქადაგიშვილი, გიორგი ხიზანიშვილი და ვინმე დულარიძე მეც კი მემუქრებოდნენ. გურჯაანის პოლიციაში განუკითხაობაა, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ვაჟა უტიაშვილის დამ, ეკატერინე იაშვილმა humanrights.ge - თან საუბრისას.  

შეგახსენებთ, რომ ვაჟა უტიაშვილი შსს გურჯაანის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა 15 ნოემბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ უტიაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და თავის მოკვლით იმუქრებოდა. გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობს და თავის მოკვლით იმუქრება. გურჯაანის რაიონულმა პოლიციამ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვნების მიცემის გამო დააკავა მოწმე, ტაქსის მძღოლი ალექსანდრე გეთიაშვილი. მოწმე ტაქსის მძღოლი 

ვაჟა უტიაშვილის დის, ეკატერინე იაშვილის განცხადებით, გურჯაანის სამართალდამცავებმა მისი უდანაშაულო ძმა გაწირეს. იაშვილისვე თქმით, პატიმრის ჯანმრთელობას ციხის პირობებში დიდი საფრთხე ემუქრება.

ახალი ამბები