კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებული გიორგი მარსაგიშვილი დახმარებას ითხოვს

30 მარტი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

23 მარტს ბათუმის №3 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, გიორგი მარსაგიშვილმა განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრს. პატიმრი №3 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებულ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე წერს. მისი თქმით, დაწესებულებაში არსებულ კარცერებში სპეციალურად არის შექმნილი სიცოცხლისთვის საშიში ვითარება. ამასთან, გიორგი მარსაგიშვილი ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და ითხოვს, დაისაჯონ ის პირები, რომლებიც არაადამიანურად ეპყრობიან პატიმრებს.

„მოგმართავთ ბათუმის №3 დაწესებულებაში არსებულ უკიდურესად მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ამჯერად გვსჯიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ვწერთ განცხადება/საჩივრებს. ამჯერაც მაგიტომ მომათავსეს ისევ სამარტოვო საწამებელ კარცერში. სამარტოვო საწამებელ კარცერში არის პატიმრისთვის სიცოცხლის მომსპობი ვითარება. ამ საკნებში ხშირად გვამყოფებენ, ასეთი ფაქტები უკვე თვეების განმავლობაში გრძელდება. არ გვარეკინებენ, არც პაემნის უფლებას გვაძლევენ, არც მიმოწერის, რადგან არ გავიტანოთ გარეთ ყველა ის დანაშაულებრივი ფაქტი, რასაც ახორციელებენ ციხის დირექტორი კახაბერ გველესიანი, უსაფრთხოების უფროსი სპარტაკი, რეჟიმის უფროსი ელიზბარი და მათი დანაშაულებრივი ჯგუფი. ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ზემოხსენებული პირები დღემდე აგრძელებენ თავიანთ უკანონო ქმედებებს“, - ნათქვამია მიმართვაში.

მსჯავრდებულის მეგობრის ნინო ბეგუჩაშვილის თქმით, №3 დაწესებულების დირექტორი, კახაბერ გველესიანი გიორგი მარსაგიშვილის ჯანმრთელობის მიზნობრივ ხელყოფას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარსაგიშვილს ორჯერ აქვს ტუბერკულოზი გადატანილი. ამჟამად კი, იგი ინტერფერონის პროგრამაშია ჩართული და C ჰეპატიტს მკურნალობს. 

ნინო ბეგუჩაშვილის თქმით, გიორგი მარსაგიშვილი 2015 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებიდან №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„მას შემდეგ, რაც გიორგის №3 დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზით დავინტერესდი, მითხრეს, რომ ეს მისი უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა. თუმცა, რაც ბათუმის №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, გიორგი არის ყველანაირად შეურაცხმყოფელ პირობებში. ციხეში არსებული პირობები მის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ინტერფერონის პროგრამაში მყოფ ადამიანს სჭირდება სპეციალური კვება. იქაურ საჭმელს კი პატიმრები, ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. ამასთან, №3 დაწესებულებაში არსებული ჩვეულებრივი საკანიც კი კარცერის ტიპისაა, იქაური კარცერი კი ნამდვილად ჯოჯოხეთია. კარცერი არის სამი კვადრატული მეტრი, აქვს ძალიან პატარა სარკმელი, მაგრამ ამ სარკმელს არ აქვს სახელური. სველი წერტილი არის პირდაპირ კარცერში, წყალი კი საერთოდ არ მოდის. იქ ჯანმრთელი ადამიანიც კი დაავადდება. კარცერში გიორგის განთავსებას უკვე სისტემატიური სახე აქვს. არც მედიკამენტებს აწვდიან დროულად, ამბობდნენ, რომ წამალს თამთა დემურიშვილი [სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი] არ გვატანსო, მე პირადად ვნახე თამთა დემურიშვილი და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს ნინო ბეგუჩაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების №3 დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე არაერთი პატიმარი საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ „humanrights.ge“ ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელზე გაგზავნილ კიდევ ერთ წერილზე წერდა, რომელშიც №3 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები ციხეში არსებულ პრობლემებს აღწერდნენ. სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობა, მედიკამენტების არარსებობა, საკვები პროდუქტის მავნებლობა, ვენტილაციისა და წყლით მომარაგების საკითხი, ციხის თანამშრომლების აგრესიული და პროვოკაციული დამოკიდებულება იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზე რეაგირებასაც მსჯავრდებულები ითხოვდნენ.

ახალი ამბები