კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელმოწერები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით

16 აპრილი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისში ადგილობრივი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინიციატივის ავტორი პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაა.

„ეს მთავრობა ქალაქის კეთილდღეობისთვის არაფერს აკეთებს. არ არსებობს ქუთაისის განვითარების არანაირი გეგმა. მხოლოდ იმით არიან დაკავებული, ვინ, რომელი ნათესავი და მეგობარი დაასაქმონ ქუთაისის მერიაში. არამიზნობრივად იხარჯება ქალაქის ბიუჯეტი, როცა გასაკეთებელი რეალურად ბევრია. ეს გუნდი დაღუპავს ქუთაისს, მის მომავალს. საჭიროა მოქმედება“, - განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი წულაიამ. 

წულაია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემები საკმარისია იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გადადგეს: „დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. ასევე, გავმართავთ პერმანენტულ აქციებს და არ გავჩერდებით, სანამ სავალალო რეალობას არ შევცვლით“. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში განცხადებას არ აკეთებენ.

ახალი ამბები