კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას.

16 აპრილი, 2015
 
კოდექსის შექმნა შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც მის ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაამკვიდროს სპეციალური პოლიტიკა, პროცედურები, და ინსტიტუტები, მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.  

კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზება და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპის გაძლიერება არასრულწლოვნებთან მიმართებით. აღნიშნული კოდექსი მართლმსაჯულების ახალ სტანდარტებსა და ნორმებს ამკვიდრებს არა მხოლოდ კანონთან კონფქლიტში მყოფი არასრულწლოვნების, არამედ დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნების მიმართაც. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, ნასამართლობის გაქარწყლებას, განრიდების ინსტიტუტს, სპეციალიზებული მოსამართლეებისა და პროკურორების მომზადებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.

კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებისა და სხვასაკითხების მარეგულირებელ ნორმებს.

ახალი კოდექსის მიხედვით,პატიმრობა, როგორ სასჯელის ფორმა, არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. იკრძალება არასრულწლოვანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვანის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობა კი სასჯელის მოხდისთანა ვემოიხსნება.  

კოდექსის მიხედვით იქმნება სპეციალიზირებული ინსტიტუტები, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეებზე იმუშავებენ. განსაკუთრებით მისასალმებელია სპეციალიზირებული პროკურორების, მოსამართლეებისა და პოლიციელების არსებობა.

კოდექსის მოთხოვნების ეფექტური იმპლემენტაცია დაკავშირებულია სპეციალიზირებული ინსტიტუტების დროულად მომზადებასა და მათ ეფექტურ მუშაობასთან.

 დღეს არსებული ვითარებით კოდექსი საერთო სასამართლოებში საქმის საერთო განსჯადობის წესით განხილვას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სისტემა კოდექსის აღსრულებას სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილი შეუდგეს. ამ მიზნის უზრუნველსაყოფად,საჭიროა დროულად ჩამოყალიბდეს ახალ მოდელზე გადასვლის სტრატეგია ყველა შესაბამის უწყებაში და გონივრულ დროზე გაიწეროს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის სამოქმედო გეგმა.

კოალიცია სმიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის, ხელისუფლების ყველა შტომთან მიმდევრული და ეფექტური ნაბიჯებით უნდა უზრუნველყოს მისი სრულყოფილი ამოქმედება პრაქტიკაში. 

ახალი ამბები