კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის განცხადება აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების შესახებ

29 აპრილი, 2015
 
ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს;
ოგტაი ასადოვს, აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სპიკერს;
დონალდ ტუსკს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს;
ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკომისიის პრეზიდენტს;
ფრედერიკა მოგერინის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს;
იოანეს ჰანს, ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებებში;
მარტინ შულცს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს;
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს 
 
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მოითხოვს ინტიგამ ალიევისა და რასულ ჯაფაროვს დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას აზერბაიჯანში არსებულ სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან ის ღირებულებები, რის საფუძველზეც აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა და მხედველობაში მიიღონ აზერბაიჯანში არსებული ადამიანის უფლებების მდოგომარეობა, როდესაც მოლაპარაკებებს ახორციელებენ მის ხელისუფლებასთან.

ბოლო დღეებში მძიმე საპატიმრო სასჯელები დაეკისრათ ინტიგამ ალიევს და რასულ ჯაფაროვს. აზერბაიჯანის იურიდიული განათლების საზოგადოების ხელმძღვანელს, ინტიგამ ალიევს გადასახადებისაგან თავის არიდების ბუნდოვანი ბრალდებით მიუსაჯეს  7 წლითა და 6 თვით პატიმრობა. ადამიანის უფლებათა კლუბის ხელმძღვანელ რასულ ჯაფაროვს კი იმავე ბრალდებით 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ორივე მათგანი სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აქტიური წევრები იყვნენ. ცნობილი სამოქალაქო აქტივისტების საქმეებზე სასამართლო მოსმენები აზერბაიჯანის კანონმდებლობის დარღვევით წარიმართა.

ადვოკატი ინტიგამ ალიევი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმდებების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელების მომზადებაში; რასულ ჯაფაროვმა ორგანიზება გაუკეთა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დროს საპროტესტო კამპანიას; ასევე ბაქოში დაგეგმილი ევროპული ჩემპიონატის წინ აწყობდა სხვა საპროტესტო კამპანიებს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.

უფლებადამცველების დაკავებისა და პატიმრობის მისჯის პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობას მათ არასამთავრობო ორგანიზაციებში და გაყინულია მათი საბანკო ანგარიშები; ცნობილ სამოქალაქო აქტივისტებს აკრძალული აქვთ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა.  ხელისუფლება აღნიშნულ ზომებს იღებს ახალი კანონების მიღების საფუძველზე, რითაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს უწესდებათ მნიშვნელოვანი შეზღუდვები, მიიღონ გრანტები საერთაშორისო დონორებისაგან; ასევე, უწესდებათ იურიდიული შეზღუდვები, რითაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის მიუღებელი საქმიანობა შეუძლებელი ხდება.  

უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან თან სდევს საბჭოთა სტილის რიტორიკა, რაც შეურაცხყოფას აყენებს მაღალი რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, როცა მათ მეხუთე კოლონას ეძახიან; ამით არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისათვის საშიში ატმოსფერო იქმნება ქვეყანაში.

მმართველი კომიტეტის წევრები მოვითხოვთ ინტიგამ ალიევისა და რასულ ჯაფაროვის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას აზერბაიჯანში სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად. მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, მხედველობაში მიიღონ ადამიანის უფლებების სფეროში არსებული სერიოზული პრობლემები, როდესაც მოლაპარაკებებს მართავენ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ევროკავშირმა უნდა დაიცვას ის ღირებულებები, რის საფუძველზეც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობა. ევროპის საზოგადოება არ უნდა შეეგუოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლას. 

მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს და ყველა დაინტერესებულ პირს, მოითხოვოს აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის 
მმართველი კომიტეტის წევრები 

ახალი ამბები