კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია - „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, 2014“

ადამიანის უფლებათა ცენტრის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია - „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში, 2014“

 
1 მაისს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშის - ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2014 წელს - პრეზენტაციას. 

ანგარიში წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში 2014 წელს და ასევე შეიცავს 2015 წლის დასაწყისის მოვლენებს. ანგარიში ეფუძნება ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს. ანგარიში მოიცავს ძირითად ტენდენციებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სამართლიანი სასამართლოს უფლება, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები, საკანონმდებლო ცვლილებები, მსჯავრდებულთა მდგომარეობა, გათავისუფლებები სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით, სამართალდამცავი სტრუქტურები, შშმ პირთა მდგომარეობა, უმცირესობების მდგომარეობა, ქალთა უფლებები საქართველოში, მედიის თავისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ა.შ.

პრეზენტაცია გაიმართება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში.

მისამართი: თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11 ა (ყოფილი გაგარინის მე-2 შესახვევი), 0 სართული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი