ანგარიში წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში 2014 წელს და ასევე შეიცავს 2015 წლის დასაწყისის მოვლენებს. ანგარიში ეფუძნება ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს. ანგარიში მოიცავს ძირითად ტენდენციებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სამართლიანი სასამართლოს უფლება, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები, საკანონმდებლო ცვლილებები, მსჯავრდებულთა მდგომარეობა, გათავისუფლებები სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით, სამართალდამცავი სტრუქტურები, შშმ პირთა მდგომარეობა, უმცირესობების მდგომარეობა, ქალთა უფლებები საქართველოში, მედიის თავისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ა.შ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის პრეზენტაცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.