კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

1 მაისი, 2015
 
ნინო წოწორია

1 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოველწლიური ანგარიშის -   ადამიანის უფლებათა  მდგომარეობა საქართველოში პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ადამიანის უფლებათა ცენტრის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგების მიხედვით აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

„ანგარიშში ძირითადად 2014 წლის განმავლობაში მიმდინარე ძირითადი მოვლენებია ასახული და ასევე, ის შემაშფოთებელი ტენდენიებიც განვიხილეთ, რაც ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირდა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

2014 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიშში საკანონმდებლო ცვლილებები და უმცირესობების უფლებების საკიხებია განხილული. 

„მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ლგბტ და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტები და მათზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება. ჩვენ გამოვავლინეთ არაერთი ფაქტი, სადაც  რელიგიური უმცირესობების უფლებები დაირღვა, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა აღნიშნული საქმეები ეფექტურად არ გამოიძიეს“, - განაცხადა humanright.ge-თან საუბრისას  უფლებადამცველმა ნინო ცაგარეიშვილმა.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ყოველწლიური ანგარიშში ასევე მოცემულია საკანონმდებლო ცვლილებები და სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებიც.
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               
„ძირითადი თემები საკანონმდებლო ცვლილებებსა და პატიმარათა უფლებების მოწესრიგებას შეეხო. ანგარიში მოიცავს მსჯავრდებულთა მდგომარეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ პრობლემებს, მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ბინადრობის ნებართვის საკითხებსა და იმ მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც 2014  წელს იყო აქტუალური. მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებების  გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმი შეიქმნას. ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების ჯანდაცვის კუთხით რეფორმები უნდა გატარდეს   და განხორციელდეს სუიციდის პრევენციის პროგრამაც“, -  აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი.

ახალი ამბები